მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ცალმხრივი მიდგომით ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია
14.09.2009 | 09:59გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათას მიიღო საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტის პროექტი საქართველოს დელეგაციამ განსახილველად ასამბლეის 63-მე სესიაზე წარადგინა, დღის წესრიგის პუნქტის მიხედვით „დროში განვრცობილი კონფლიქტები სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი) სივრცეში და მათი შედეგები, უსაფრთხოება და გადაწყვეტა საერთაშორისო სამყაროსთვის".
რეზოლუციაში მითითებულია, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა განიხილონ და შეიმუშაონ „გრაფიკი, რომელიც უზრუნველყოფს ნებაყოფლონით, უსაფრთხო და შეფერხებების გარეშე ყველა შიგნით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილების დაბრუნებას მათ სახლებში, რომელბიც დაზარალდნენ საქართველოს კონფლიქტის შედეგად".
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ, რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, დაასახელა მისი მთავარი მიზნები. ეს არის „ზნეობრივი და იურიდიული მიმდევრობის დემონსტრირება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისათვის", წინადადება „გენერალური ასამბლეის წინაშე, მექნიზმის ანგარიშისა" და გენასამბლეის „გეოგრაფიული მოცვის" გაფართოებისა, რომელიც თვალს მიადევნებს სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ლტოლვილების ბედს. ამით ქართველმა დიპლომატა აღიარა, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა და მას არ ძალუძს პარაქტიკული რეზულტატები მოუტანოს სამრხეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილ ქართველებს.
უპირველეს ყოვლისა, მასში იგნორირებულია ორი ახალი დამოუკიდებელი სახლმწიფოს პოზიცია, რომელთა მოსახლეობაც ქართველი დამსჯელი კორპუსის მხრიდან არაერთხელ დაექვემდებარა ეთნიკურ წმენდას. თუმცა, მაშინ გაეროში არავის ადარდებდა აფხაზი და სამხრეთ ოსი ხალხების გენოციდი.
შესაბამისი გაკიცხვა არც ქართული არმიის ძალისმიერმა აქციამ მიიღო ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გასული წლის აგვისტოში, სამაგიეროდ ახლა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ტოლატალური განადგურებიდან ერთი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მორიგი რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და რომ რუსეთი ვალდებულია უზრუნველყოს ქართველი ლტოლვილების დაბრუნებისათვის აუცილებელი პირობები, რომელბმაც რესპუბლიკები წინა ომის დროს დატოვეს.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info