RSS
на русском en in english
21.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია პარლამენტში ბრუნდება?

14.09.2009  |  10:01

გაზფხულის საპროტესტო აქციების შმედეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს შესთავაზა პარლამენტში დაბრუნება, რომელბმაც 2008 წლის 21 მაისის საპარარლამენტო არჩევნების შემდეგ დახიეს საკუთარი მანდატები. მაშინ ოპოზიციონერებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც კი, გაავრცელეს.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ინიციატივას ოპოზიციური პარტიებისათვის იმ მანდატების „დაბრუნების" შესახებ, რომლებზედაც უარი ჩვენ საკუთარი ინიციატივით განვაცხადეთ გასული წლის ივლისში, - ნათქვამი იყო განცხადებაში. - შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საკუთარ უარს, სააკაშვილის მიერ „შემოთავაზებულ" მანდატებზე და ამით ჩვენ შეგვიძლია წერტილი დაუსვათ იმ ინსინუაციებს, რომელთა მიხედვითაც თითქოს ზოგიერთი ჩვენთაგანი აპირებს რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლას ხელისუფლებასთან".

მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. რიგმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ჩაატარეს მოლაპარაკებები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან და ზოგიერთ საკითხში კომპრომისამდეც კი მივიდნენ. პოლიტიკური მოტივებით დაკავებულ ოპოზიციონერთა საქმეები ხელახლა იხილება, ათი ადამიანი უკვე გათავისუფლებულია. იარაკლი ალსანაიას პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთო, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მუშაობს საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით. ადრე ოპოზიციონერები უარს აცხადებდნენ მმართველ გუნდთან ერთად ამგვარ თანამშრომლობაზე.

ასე რომ პარლამენტში დაბრუნება უკვე აღარ იქნება აღქმული, ხელისუფებასთან გამოცხადებულ „შეურიგებელ" ბრძოლაზე უარის თქმად. ამასთან ერთად როგორ წერს გაზეთი „ვრემია ნოვოსტეი", პოპულარულ საიტზე გამოქვეყნებიული უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით gamokitxva.ge დაახლოებით გამოკითხულთა 74 პროცენტმა ნეგატიურად შეაფასა ოპოზიციურ ლიდერთა, ხშირად სპონტანური ტაქტიკა და სტრატეგია. „ოპოზიცია კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოდიოდა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი - და არ იჩენდნენ ინტერესს დემოკრატიული რეფორმების მიმართ" - ვარაუდობს ქართველი ექსპერტი გიორგია ნოდია.

ოპოზიციონერები იზიარებენ აზრს, რომ უკეთესად უნდა განუმარტონ საკუთარი მიზნები და ამოცანები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასაც. მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი, ექს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია თვლის: რომ ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ივლისის ვიზიტმა საქართველოში, რის შემდეგაც შეწყდა ქუჩის მიტინგები, „დაასამარა ოპოზიციური მოძრაობა". ოპოზიციამ ვერ შერაჩია ერთიანი სტრატეგია. თუ კი ირაკლი ალსანიამ აირჩია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გზა, დანარჩენები კვლავ მიტინგების ჩატარებას აპირებენ.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100