RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”ალქაჯებზე ნადირობა” ქართულად

14.09.2009  |  10:06

3956.jpegსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ერთხელ აღნიშნა: "ჰიტლერს ისეთი ტელეკომპანია რომ ჰქონოდა როგორიც "რუსთავი 2" გერმანელი ხალხი დღემდე დარწმუნებული იქნებოდა, რომ ომი მოიგეს!". ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობს რუსოფობიის კულტირებისას, ოპოზიციის ცილისწამებისას და განსხვავებული აზროვნების ჩახშობისას.

სიტუაცია, როგორც ჩანს, სახიფათო მიმართულებით მიდის. "ნადირობა ჯადოქრებზე", რომლის ინიციატივითაც ქართული პარლამენტი გამოდის, იწყებს არა მხოლოდ კგბ-ს თანამშრომლებისა და პარტიული მუშაკების შეპყრობას, არამედ ხელოვნების მოღავწეებისაც, სპორტსმენების, საზოგადოების წარომადგენლების. რეჟიმის მოწინააღმდეგეებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც კი მოხვდა.

საწყენია, რომ ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც ყოველთვის დამახასიათებელი იყო სოლიდარობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სულიერი ჰარმონია, ახლა უნდა გაიყოს "ჩვენებად" და "საქართველოს მტრებად". რეჟიმისთვის არახელსაყრელი პერსონის პუბლიკური გნასჯისკენ მოუწოდებენ კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებსაც კი, რომლებიც მზად არიან ლაფი ესროლონ თავიანთ კოლეგებს.

როგორც კი პაატა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტში, მაშინვე თბილისის სამ წამყვან მთავრობის მომხრე არხზე ეთერში გაუშვეს ერთნაირი პროვოკაციული სიუჟეტები. მასში საქართველოს "რიგითმა მოქალაქეებმა" განრისხებულად დანსაჯეს მომღერალი, რომელმაც გაბედა გამოსულიყო რუსეთში, რომელმაც აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. როგორ შეეძლო მას ემღერა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

გასაგებია კულტურის მინისტრის ნიკა რურუას პოზიცია, რომელიც ამ საქციელს არ მიესალმა. ის სამტავრობო ხუნტის წევრია და სხვა აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. მაგრამ რა დაემართა მილიონი საბჭოთა მაყურებლის საყვარელ ადამიანს ბუბა კიკაბიძეს? მის მიერ მოსკოვის კონცერტებზე ჩასვლამ უამრავ გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა, ეს მაინც მისი უფლება იყო. მაგრამ რატომ გამოვისა ის რუსთავი 2-ის ეთერში ბურჭულაძის გაკიცხვით?

ჯერ ამ სკანდალური რეპორტაჟის ავტორებმა თქვეს, რომ კიკაბიძემ არ ისურვა მოსკოვში კარიერის გაგრძელება, განსხვავებით პაატა ბურჭულაძისგან, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა. შემდეგ კი მრისხანედ განაცხადა: "როგორ შემეძლო იქ გამოსვლა როდესაც თბილისს ბომბავდნენ და გორში რუსული ტანკები იდგა?!" რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ბუბა კიკაბიძემ ბუნდოვნად გამოთქვა აზრი.

თეონა ჯორბენაძემ, მომღერლის წარმომადგენელმა თბილისში, ადგილობრივ მასმედიას განუცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე აღშფოთებულია ქართულ არხებზე გასული სიუჟეტებით. ეს ტიპიური ცილისწამებაა. ასე აფასებს ამ ყველაფერს თავას მომღერალი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100