RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი რუსეთს 1-ლი ნოემბრისთვის გაემიჯნება

14.09.2009  |  10:08

3957.jpegამ ვადამდე არის გახანგრძლივებული ორ ქვეყანას შორის საზღვრს გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. ის ძალაში შეიყვანეს აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ, რათა გაეადვილებინათ ჰუმანიტარული მისია. ახლა კი სამხრეთ ოსეთი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო, მზად არის გააძლიეროს კონტროლი საზღვარზე გადაადგილებაზე.

ცხივალის რუსეთის საზღვარს ღიად პირველ ნოემბრამდე დატოვებს. ამის შემდეგ რუსი მშენებლები სამხრეთ ოსეთში შევლენ, როგორც განცალკევებულ სახელმწიფოში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 8 სექტემბერს ქვემო ზარაგამში მიღებულ ყრილობაზე. იქ ერთამნეთს შეხვდნენ რესპუბლიკის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის ელჩი, განსაკუთრებულ საქმეთა სამნისტროების ხელმძღვანელები, ასევე ორივე ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები. საზღვრარზე გადაადგილების საკითხი განხილვის მთავარი საგანი იყო. ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსანდრ ჟმაილომ.

"2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ადმინისტრაციის წინაშე დადგა ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მაქსიმალურად გაადვილებული ფორმით შსულიყო რესპუბლიკაში საქონელი და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი. ასეთი წესრიგი მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში და სწორედ ამის დახმარებით მოხდა რესპუბლიკაში პირველადი პრობლემების აღმოფხვრა",- შეგვახსენა ჩინოვნიკმა.

ახლა, მისი თქმით,ეს დროებითი წესრიგი არც ისე ეფექტურია და საჭიროც აღარ არის. უფრო მეტიც, ის წინაღმდეგობაში მოდის საბანკო, საბაჟო და სავალუტო სფეროს კანონმდებლობის ზოგ აქტთან. როგორც ჟმაილომ განაცხადა, ახლა საჭიროა საცხოვრებლების აღდგენის პროცესის დაჩქარება, მშენებლობის მოცულობების გაზრდა, ეს კი იმს ნიშნავს, რომ რესპუბლიკაში მუშა ხელის შემოყვანის ძველი სქემა საჭირო რიტმში ვეღარ იმუშავებს.

ახლა სამხრეთ ოსეთში ტვირთის შესატანად, აუცილებელი იქნება ორივე მთავრობის შესაბამისი უწყების თანხმობა. ნოემბრისთვის მშენებლებს საშუალება ექნებათ სამშენებლო მასალები რესპუბლიკის ტერიტორიაზევე იყიდონ. ყოველ შემთხვევაში, ამის პირობას მთავრობა იძლევა. როგორც ჟმაილომ თქვა, სახელმქიფო გეგმავს შექმნას ბითუმად ვაჭრობის სისტემა.

ასეთი ნაბიჯით სამხრეთ ოსეთი კიდევ ერთხელ დაანახებს მსოფლიოს, რომ ის არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს თბილისი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკას სურს გახდეს რუსეთი მოკავშირე სახელმწიფო და სულაც არ აპირებს დამოუკდიებლობაზე უარის თქმას. "გვინდა რუსეთთან ისეთი მოკავშირული ურთიერთობების დამყარება, რომ სამხრეთით და ჩრდილოეთით მცხოვრებ ოსებს არ ჰყოფდეთ არანაირი საზღვარი",- განაცხადა კოკოითიმ. მას სურს დაახლოებით ისეთი ურთიერთობის მოდელი, როგორიც ჩამოყალიბდა მოსკოვსა და მინსკს შორის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100