RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

განხეთქილება მუნიციპალური ხაზით

15.09.2009  |  09:43

3971.jpegსაქართველოს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო კონსტიტუციური შესწორებები, ათი ოპოზიციური პოლიტიკოსისათვის საპარლამენტო მანდატების დაბრუნების შესახებ. ეს მანდატები მათ 2008 წელს დახიეს, როცა განაცხადეს რომ არჩევნები გაყალბებით იყო ჩატარებული. ამავდროულად ოპოზიცია ახალი საპრორესტო აქციების შესახებ აკეთებს განცხადებებს. თუმცა ხელისუფლებასთან თანამშრომოლბაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს ერთიანი კანდიდატის წარსადგენად, სხვადსახვა დონის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ელექტორატს რადიკალური ზომები სწყურია ხელისუფლების შესაცვლელად.

საქართველოს პარლამენტმა როგორც მოგახსენეთ, პირველი წაკითხვით მიიღო კოსტიტუციური შესწორებები, რომელბიც ათ დეპუტატს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საშუალებას მისცემეს. მთელი ეს პერიოდი ისინი საკუთარ თავს რადიკალურ არასაპარლამენტო ოპოზიციად წარმოაჩენდნენ. თუმცა 2009 წლის შემოდგომისათვის, ძალიან ბევრი მათგანის რადიკალურ განწყობილებისაგან არაფერი დარჩა. მას მერე, რაც რიგი ოპოზიციური მოღვაწეებისა დათანხმდა ძალოვან უწყებათა წარომამდგენლებთან შეხვედრას, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხი ერთერთი აქტუალურთაგანი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ოპოზიციური დეპუტატების კანონშემოქმედებით ორგანოში დაბრუნება. საგაზაფხულო საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველო პრეზიდენტმა მისხეილ სააკაშვილმა პირადად შესთავაზა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში დაბრუნება. მაშინ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს და ერთობლივი წერილიც კი გაავრცელეს.

რიგგარეშე სესიის სხდომაზე 31 ივლისს ქართველმა კანონშემმოქმედებმა მიიღეს დადგენილება: საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებას „ასაქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ" და მათ საზოგადოებრივ განხილვას. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ივლისს საკონსტიტციო შესწორებათა პროექტი შეიტანა პარლამენტში, იტყობინება „ნოვოსტი-გრუზია".

კანონპროექტის თანახმად, საქართველო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღუდგებათ დეპუტატებს, რომლებიც არჩეულნი იყვნენ პროპორციუილი საარჩევნო სისტემით 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისას. საკონტიტუციო ცვლილებათა პროექტი მხოლოდ იმ ოპოზიციონერებს შეეხებათ, რომლებმაც არჩევნებში პარტიული სიებით გაიმარჯვეს. დეპუტატებს, რომლებმაც არჩევნები მაჟორიტარული სისტემით მოიგეს, არ დაუბრუნდებათ მანდატები, ვინაიდან მათ ოლქებში უკვე ჩატარდა შუალედური არჩევნები და ვაკანტური ადგილები შეივსო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100