RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ზურგჩანთა სააკაშვილისგან

16.09.2009  |  10:57

3983.jpegგუშინ საქართველოში საჯარო სკოლების პირველი სასწავლო დღე იყო. ამის აღსანიშნავად ხელისუფლება მასწავლებლებს ხელფასების მომატებას, მშობლებს კი დაწესებულებების გარემონტებას დაპირდა. თუმცა განათლების სფეროში კვლავ რჩება პრობლემები. ლეიბორისტები ითხოვენ, რომ სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდეთ ბავშვებს და რელიგიის საგანი შეიტანონ კლასებში მათი მრწამსიდან გამომდინარე.

საქართველოში სასწავლო წლის დაწყება დამოკიდებული იყო სარემონტო სამუშაოების დასრულებაზე, რომელიც ქვეყნის დაახლოებით 300 დაწესებულებაში მიმდინარეობდა. რვაასმა სკოლამ ახალი ინვენტარი მიიღო, მათ შორის სკამები და მერხები. უმეტესობა კერძო სკოლაში კი სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო.

დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მზად არის თითქმის ყველა სახელმწიფო სკოლა, ონის რაიონის გამოკლებით, სადაც მიწისძვრა მოხდა ახლახან. იქ სასწავლო პროცესის დაწყება ერთი კვირით გადაიდო.

პირველკლასელებს ტრადიციულად გადასცეს პრეზიდენტის საჩუქარი - პორტფელი სახელმძღვანელოების კომპლექტით. ამას გარდა, სოციალურად დაუცველი და აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებული ოჯახების პირველკლასელები სახელმწიფოსგან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. წეროვანში დასახლებულ ლტოლვილებს კი ტავად პრეზიდენტი შეხვდა.

ამასობაში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკოლოზ გვარამია გამოვიდა მიმართვით და მოსწავლეებს და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა. თავად მინისტრი გუშინ დილით მივიდა ერთ-ერთ თბილისურ სკოლაში, სადაც მისი შვილი სწავლობს, მიულოცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება, რაც წელს მართლმადიდებლური კალენდარული წლის დაწყებას დაემთხვა.

სანამ მასწავლებლები სამუშაოს შეუდგებოდნენ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი უკმაყოფილება შეერბილებინა და პირველი სექტემბრიდან ცოტათი მოუმატა ხელფასები. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, 220 ლარის მაგივრად ისინი 245 ლარს აიღებენ. "ხსენებული მომატება მკვეთრად აისახება დამრიგებლების ანაზღაურებაზე - 27 ლარის მაგივრად ის გახდება 63 ლარი",- დააზუსტა მინისტრმა.

ხელფასების გაზრდა დროულად მოხდა. საქართველოს პედაგოგთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა აღარ დაამძიმა პირველი სასწავლო დღე აქციებით. ლეიბორისტულმა პარტიამ კი სექტემბრის დასაწყისში ჩაატარა ეგრეთ წოდებული "განათლების გადარჩენის კვირა". გუშინ კი ეს აქცია დასრულდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100