RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სიყვარულისა და ურთიერთგაგების ათწლეულები. მრავალჟამიერ

17.09.2009  |  10:32

3999.jpegრუსეთი და საქართველო - ოდესღაც კეთილი მეზობლები, რომლებიც სამუდამოდ გადაჯაშვულები ჩანდნენ პოეტებით, რეჟისორებით და მსახიობებით, ახლა ერთმანეთის მისამართით მწარე სიტყვებს არ ინანებენ. ერთ საქორწილო ზეიმზე ყოფნისას ძალიან მტკივნეულად გამახსენდა ეს თემა. ქალი რუსია - ლიუდმილა აგურცოვა, კაცი - ქართველი, ალექსანდრე გემია. არც ქორწილია უბრალო - ოქროსია. უფრო სწორედ - ბრილიანტის, ისინი ერთად უკვე 60 წელია ცხოვრობენ. ასე რომ გასუი ოცწლეულის ქართულ-რუსული კინკლაობა ამ წყვილის ცხოვრებაშიც კი მხოლოდ პატარა ეპიზოდია.

სხვა ვინ უნდა იცოდეს, თუ არა მათ, რომ ჩხუბის გარეშე დიდი სიყვარული არ არსებობს. "ასე რუსეთიც და საქართველოც შერიგდებიან",- ბრძენი ადამიანის სიდინჯით გაუკეთა სიტუაციას კომენტარი ლუდმილა აგურცოვამ. მოკლედ, მეტი არანაირი პოლიტიკა. რა ესაქმება მას ქორწილში. როდესაც მსოფლიოს სიყვარული მართავს, როგორც ცნობილია, მარტო იარაღი კი არა პოლიტიკაც დუმს.

ჟურნალისტებმა მაინც გააჩერეს წყვილი რუსეთში ქართველთა კავშირის ოფისის დერეფანში და დაუსვეს კითხვა: მიიჩნევენ თუ არა თავიანთ ცხოვრებას ბედნიერად - მათ ხომ ამდენი რამ გადაიტანეს: ორი ომი, მათ შორის ერთი სამშობლოშიც, როდესაც იძულებით დაატოვებნეს სოხუმი. პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო - დიახ. იუბილარების მონაყოლი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ბევრისთვის მოქმედებების სახელმძღვანელო უნდა იყოს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასე დიდხანს შეინარჩუნო ოჯახში სიყვარული და გეგბა? პასუხი, როგორც ყოველთვის, ლაკონურად მარტივია: მოთმინება, თვლის ლიუდმილა.

იუბილარებს კი ბევრი რამის გადატანა მოუწიათ. ალექსანდრე გეტია 18 წლის ასაკში ფრონტზე იბრძოდა. შორეულ ორმოციან წლებში მშობლიურ კავკასიას იცავდა. შემდეგ მონაწილეობდა სტავროპოლის, კრასნოდარსკის, ტამანსკის, სევასტპოლის, სიმფეროპოლის და რუმინეთის გათავისუფლებაში. ეს ღირსება, სიამაყე, არის იუბილარის ყველაზე ძვირფასი მოგონებები.

"ვინ იფიქრებდა რომ კიდევ ერთი ომის გადატანა მოგვიწევდა?"- გაოცებით კითხულობდა ალექსანდრე გეტია. უნებურად საუბარი ჩამოვარდა 91 წლის მოვლენებზე. მაშინ ომი აფხაზეთში დაიწყო. სწორედ იქ გაატარა ცოლ-ქმარმა ცხოვრების 25 წელი. "ერთმანეთს უახლოესი ერები ესროდნენ. ეს ომი კი არა ღალატი იყო",- არ ფარავდა სინანულს ვეტერანი და ამატებდა: "რუსეთთან ომი კი სიგიჟეა. მე ქართველი ვარ, ცოლი - რუსი, 60 წელია ერთად ვართ და არანაირი ომი".

მისი ცხოვრების თანამგზავრი იხსენებს ახალგაზრდობას. როგორც ევლებოდა მას ქართველი თაყვანსმცემელი: პატიჟებდა თეატრში, დაყავდა კინოში, ჩუქნიდა ყვავილებს. ასე რომ ცოლად გაყოლაზე დიდ ხანს არ უყოყმანია. "მეშინოდა, რომ მისი მშობლები ცუდად მიმიღებდნენ,- იხსენებს ის.- მე ხომ სხვა ეროვნების ვარ. თბილ მიღებას და გულიდან წამოსულ "შვილოს" დღემდე გონებაში ვინახავ, როგორც ნათელ მოგონებას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100