RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი ქურთები: მოგზაურობა დასავლეთში

17.09.2009  |  10:34

4000.jpegპოლონური რადიო იუწყება საქართველოდან ლტოლვილთა რაოდენობის ზრდაზე, რომელთა უმეტეს ნაწილს ქურთები - იეზიტები, შეადგენენ. სამშობლოში ისინი დიდი გაჭირვებით პოულობენ ადგილს, რადგანაც ვერ ფლობენ ქართულ ენას. როგორც ჩვენ იეზიტების კავშირში აგვიხსნეს, ძირითადად მიემგზავრენიან ახალგაზრდელი ადვილი და ლამაზი ცხოვრების პოვნის იმედად. თუმცა მათი ნაწილი სამშობლოში ბრუნდება, რადგანაც ვერ მოეწყვნენ ევროპაში.

პოლონეთი დაფიქრდა თავის ბუფერულ როლზე საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც, ბოლოსდაბოლოს, მოწესრიგდა ქართველი მეამბოხე არალეგალების მდგომარეობა, უცხოელთა საქმეების სამმართველო მთლიანად სტატისტიკით დაკავდა. როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიურად პოლონელ ჩინოვნიკებს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს დაახლოებით 100 მოქალაქე მიმართავს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ ქვეყანაში პოლონურ-ბოლორუსიული საზღვრიდან მოხვდნენ.

ამ წლის მაისიდან ლტოლვოლთა ნაკადი რამდენჯერმე გაიზარდა. ოთხი თვის განმავლობაში პოლონეთის ხელისუფლებას დახმარება 3 000 მეტმა საქართველოს მოქალაქემ თხოვა. არადა გასული 8 წლის განმავლობაში მსურველთა რიცხვი მხოლოდ 400 ადამიანი იყო.

ახლა საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი ბევრად მეტია ვიდრე ჩეჩნეთიდან, ამბობს უცხოელების საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი ევა პეხოტა. სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების უმეტესობა, ვინც ბელორუსიიდან გადმოდის, არიან რუსები, ბელორუსები და უკრაინელები. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ ოდნავ აჭარბებს 4 მილიონს, ემიგრანტების ნაკადი გასაოცრად დიდია. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი ცდილობს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და სხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან შეღწევას პოლონეთში, მაშინ უბრალოდ გაოცდებით, თუ რამდენად არ სურთ ქართველებს სამშობლოში ცხოვრება.

პოლონეთის ემიგრანტების თითქმის 90%-ს ქურთები შეადგენენ. ძირითადად ეს არის 18-დან 65 წლამდე ასაკის ხალხი, ზოგი მათგანი წერა-კითხვის უცოდინარიც კია.

ქურთები საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენენ, ისინი იეზიტები არიან - ზოროასტრიზმის მახლობელი რელოგიის წარმომადგენლები. ექსპერტის ედუარდ აბრამიანის მონაცემებით, მათი რიცხვი 6 000 ადამიანს აღწევს, მაშინ როდესაც ოფიციალური წყაროების თანახმად, ქვეყანაში 20 000 ქურთი ცხოვრობს.

საქართველოს ტერიტორიაზე ქურთული დასახლებები ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში გაჩნდა, როდესაც იეზიტები თურქების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან გარბოდნენ. საბჭოთა კავშირის დროს მათ 1944 წელს გადასახლება მოუწიათ. ათასობით ქურთი, მესხი და ხემშილი გადაასახლეს შუა აზიაში.

საქართველოში დარჩენილები კი სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, მუშაობდნენ მეეზოვეებად და მებაღეებად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100