RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული კონტრდაზვერვის „წარმატებები“ ანუ როგორ გახადეს მაისაია ჯაშუში

17.09.2009  |  10:36

4001.jpegუნივერსიტეტის ლექტორისა და სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები, საქართველოში საზოგადოების მონაპოვარი გახდა. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, დღეს საჯაროდ განცხადეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილზე ზეწოლის განხორციელების შესახებ. აღმოჩნდა, რომ დაკითხვებზე ის აიძულეს ეღიარებინა ბრალი, ამასთან ერთად მოითხოვდნენ (გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის) დაზვერვის უფროსისა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანისათვის ცილის დაწამებას.

ვახტანგ მაისაია დაპატიმრებული იქნა მაისში, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აჯანყების მეორე დღეს. მისი საქმე არ იყო პირდაპირ დაკავშირებული სამხედროების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, მაგრამ „მუხროვანის ისტორიის" ლოგიკურ გაგრძელებად იქცა. ალბათ, რომელიღაც დაპატიმრებულმა და შეშინებულმა ოფიცერთაგანმა დაასახელა მისი სახელი. ამავე საქმის გამო იქნა დაპატიმრებული ირაკლი ბატკუაშვილი, რომელიც ისევე როგორც მაისაია, გარკვეული დროის წინ საქართველოს წარმოადგენდა ნატოში.

საერთაშორისო პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა ვახტამგ მაისაიამ, გასაოცრად სწრაფად აღიარა, რომ უცხოური სპეცსამსახურების აგენტი იყო. საქართველოს შ.ს.ს-მ მისი აღიარების ვიდეოჩანაწერი და ასევე დამქირავებლებთან საუბრის აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. სხვათაშორის ბათქუაშვილმა, რომლისგანაც ის თითქოს და საიდუმლო მონაცემებს ღებულობდა, უარი განაცხადა გამომძიებლებისათვის ჩვენების მიცემაზე, მანამდე სანამ მას არ წარუდგენენ უკანონო საქმიანობის კონკრეტულ მტკიცებულებებს.

მაისაიას „ჯაშუშური საქმიანობა", შ.ს.ს-ს ვერსიით, იმაში მდგომარეობდა, რომ ის მოსკოვს აწვიდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებსა და ცნობებს. გამოძიების მონაცემებით, საკუთარ ნაშრომებს ის დაშიფრული სახით აგზავნიდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ისინი ეხებოდა სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს, ასევე შეიცავდნენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შეძენილი შეიარაღებისა და ტექნიკის შესახებ. საერთო ჯამში, ტიპიური პასუხები, ტიპიურ ჟურნალისტურ კითხვებზე, რომელთაც სურთ სამხედრო თემატიკის სპეციალისტისგან კომენტარის მიღება.

ბრალდების ცალკეულ პუნქტად შეიძლება ჩაითვალოს, აგვისტოს ომის დროს, მონაცემების გადაცემა, საქართველოს საჯარისო ნაწილების განლაგების შესახებ. „2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს, ის საათში ერთხელ აწვდიდა მონაცემებს საქართველოს სამხედრო ძალების განლაგების შესახებ. სამხედრო ტექნიკის რიცხვი და მათი დისლოკაციის ადგილი. საზღაურად მაისაია ფულად თანხებს იღებდა, რომლებიც „ბაზისბანკში" ირიცხებოდა მის პირად ანგარიშზე. მაისაიას ქმედებეი შეიცავდა დანაშაულის ელემენტებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით „ჯაშუშობა", რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- იტყობინება შსს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100