RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის ქართველები მზად არიან ორ სამშობლოს შორის „ხიდი“ ააგონ

17.09.2009  |  17:50

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი რუსეთში"- დღეს ეს თემა განიხილებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებენ. თავდაპირველად ორგანიზატორები გეგმავდნენ ვიდეოხიდს მოსკოვი-თბილისი. მაგრამ დიალუგი, ვირტუალურიც კი, არ გამოვიდა. ჯერჯერობით რია-ნოვოსტის პრეს-ცენტრში საკუთარი პოზიცია გამოხატეს მათ, ვინც მუშაობს და ცხოვრობს რუსეთში: სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი ტრაფიმჩუკი, ღია სააქციო საზოგადოება „ტალიონი" გენერალური დირექტორი, საქართველოს ხალხების მსოფიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე; „რუსი და ქართველი ხალხების ერთობა" ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი; კრასნოდარის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციისს „ქართული სათვისტომო „ივერია"-ს პრეზიდენტი მინდია გულუა.

თუმცა, თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვს, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის მეთოდების საკუთარი ხედვა. საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტ ალექსანდრე ებრალიძეს, პოლიტიკურად აქტიური პოზიცია უჭირავს. მან კვლავ დაადასტურა, რომ აპირებს მომავალ არჩევნებზე 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის იბრძოლოს. „რუსი და ქართველი ხალხების ერთობის" ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი თვლის, რომ ამჟამად რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. კრასნოდარის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქართული სათვისტომო „ივერია"-ს თავმჯდომარე მინდია გულუა დარწმუნებულია, რომ სავალდებულოა ბალანსის დაცვა და არ არის საჭირო მხოლოდ პოლიტიკაში გადაჭრა, დასაწყისისათვის აუცილებელია ორი ქვეყნის საზოგადოებათა შორის კულტურული კავშირების აღდგენა.

ზოგიერთი ადგილები „მრგვალ მაგიდაზე" მოწვეულთათვის ცარიელი დარჩა. დისკუსიებში მონაწილეობა არ მიიღო რუსეთში ქართველების კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ და საქართველოს ხალხების ასამბლეის პრეზიდენტმა გოჩა ძასოხოვმა. როგორც ცნობილია, ერეთმანეთთან საერთო ენის პოვნა არამარტო ქართულ ოპოზიციას უჭირს ან მმართველი ელიტის წარმომადგენლებს. რუსეთში დღესდღეობით დაახლოებით მილიონნახევარზე მეტი საქართველოდან ჩამოსული ადამიანი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დიასპორალურ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებულნი, რომლებიც განსხვავებულ მიზნებსა და ამოცანებს ისახავენ.

როგორც იხუმრა სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი ტრაფიმჩუკმა:" ამას წინათ მითხრეს: თქვენ არ იცნობთ ქართველებს, ისინი არასოდეს არ გაერთიანდებიან. თქვენ არ იცით რა ხდება რუსეთის ნაციონალურ მოძრაობაში, მოვიგერიე მე". სწორედ გრიგორი ტრაფიმჩუკმა განსაზღვრა საუბრის ლეიტმოტივი. რუსეთის ყველა საზოგადოებრივი ქართული ორგანიზაციები აცხადებენ, საქართველოს „ტერიტორიულ ერთიანობას". როგორია ამ ორგანიზაციების როლი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ჭრილში?

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100