RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბესიკ ფიფიას „საქმის“ სარჩული

18.09.2009  |  09:46

4012.jpegსაქართველოს რია-ნოვოსტის ბიუროს დირექტორის ბესიკ ფიფიას მართვის მოწმობაში ასო „C" რომელმაც შეცდომით შეცვალა მართვის კატეგორია "B", ჟურნალისტის სისხლის სამართლებრივი დევნის საბაბი გახდა. ბრალდების უაზრობაზე მიუთითეს გამოძიებას იურისტებმა და ოპოზიციონრებმა, თუმცა საქმე არ შეწყვეტილა. რია-ნოვოსტიმ დასახმარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც იცნიდენტს პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ამა წლის ზაფხულში რია ნოვოსტის საიტზე, რუბრიკის „შეხედუმელების" ერთერთ კომენტარში ბესიკ ფიფიამ საქართველოს შესახებ დაწერა: „ქვეყანაში არ არსებობს მყარი ადამიანის ბუნებრივი უფლებების საიმედო სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიები". ორიოდე თვის შემდეგ ის თავად აღმოჩნდა ქართული სამართალდამცავი სიტემის პირისპირ.

საქართველოს შსს-მ ის მართვის მოწმობის გაყალბებაში დაადანაშაულა. აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე საქართველოს სს კოდექსის 362 მუხლით - „ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების ან ბლანკების დამზადება, რეალიზაცია ან მოხმარება". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ფულადი ჯარიმა ემუქრება. ფიფიას ხელწერილი ჩამოართვეს, გაუსვლელობის შესახებ. ქართველი სამართალდამცავები, ყალბად მართვის მოწმობის დუბლიკატს მიიჩნევენ, რომელიც ფიფიამ 1991 წელს ზუგდიდის საქალაქო განყოფილებაში მიიღო, მასში მითითებულია კატეგორია „C" რომელიც სატვირთო მანქანების ტარების უფლებას იძლევა. 1977 წელს გაცემულ პირველად დოკუმენტში მითითებული იყო კატეგორია „B" ანუ მსუბუქი ავტომნაქანების მართვის ნებართვა. შეცდომა გამოვლენილის იქნა სექტემბერში, როდესაც რია ნოვოსტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საკუთარი მართვის მოწმობა, რუსთავში საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის მომსახურებეის სააგენტოში ჩააბარა შესაცვლელად. ჩაბარებისას ფიფიამ 1999 წელს სანკტ-პეტერბურგის მილიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მართვის მოწმობაც წარადგინა, სადაც მხოლოდ კატეგორია „B" მითითებული.

ადვოკატის რეზო მხეიძის სიტყვებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არასოდეს ჩაუბარებია სატვირთო ავტომანქანის მართვის გამოცდები და მის მოწმობაში მითითებული კატეგორია „C" - იმ სახელწიფო ორგანოს შეცდომაა, რომელმაც გასცა დუბლიკატი. „ბესიკ ფიფიას მოქმედებებში არ არის დანაშაულის შემადგენლობა, ვინაიდან ჩემს კლიენტს არსოდეს არ გამუყენებია მის მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორია „C" და არსოდეს უტარებია სატვირთო ავტომანქანები".- განაცხადა ადვოკატმა.

დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობა, სხვა ცნობილმა ქართველმა იურისტმაც დაადასტურა, რომელმაც საქმე შეისწავლა, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის თანავტორმა გია მეფარიშვილმა. „ბესიკ ფიფიას არ გაუყალბებია მართვის მოწმობა და არ შეუტანია არანაირი მექანიკური შესწორება მის სახელზე გაცემულ დოკუმენტში",- აღნიშნა მან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100