RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

წმენდა კულტურასა და სპორტში

21.09.2009  |  09:05

4028.jpegქართული ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაშია და მხოლოდ გვპირდება "შფოთიან შემოდგომას". ამასობაში, თავისი აღმატებულებით დამტკბარმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა "წესრიგის დამყარება" კულტურასა და სპორტში. ახლახან ოფიციალურად განაცხადეს მიხეილ თუმანიშვილის სახელბის თეატრის ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის გათავისუფლების შესახებ. ის ზედმეტად ხშირად ჩნდებოდა ოპოზიციის აქციებში. პრემიერმა ნიკა გილაურმა კი რეგიონში ხალხთან შეხვედრის დროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ფეხბურთის საქმის გარკვევა ურჩია. გუშინ საქართველოს ფებხურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გადადგა.

იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ქეთი დოლიძე გასულ კვირას გახდა ცნობლი. გუშინ კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს ეს ინფორმაცია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მხატვრულმა ხელმძღვანელმა ვერ უზრუნველყო ახალი სპექტაკლების დადგმა, რის შედეგადაც თეატრი გარკვეული დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ამას გარდა, ქეთი დოლიძე თურმე ცდილობდა თბილისში 26 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩაშლას. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ის წერილებს სწერდა თავის ნაცნობ რეჟისორებს და ურჩევდა, რომ ბოიკოტი მოეწყოთ "მოცემული არადემოკრატიული ფესტივალისთვის".

თავად ქეთი დოლიძე კი თავის თანამდებობიდან მოხსნას პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს. მან განაცხადა, რომ ეს დაკავშირებულია მარჯანიშვილის თეატრში 27 სექტემბერს გასამართ თეატრალურ ფესტივალთან "თბილისი ინთერნეიშენალ". დოლიძე ფესტივალის საბჭოს "ხელისუფლების წევრებით" დაკომპლექტების წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ფესტივალის საბჭოს წევრთა შორის არის თავად თბილისის მერი გიგი უგულავა.

"მე მაინტერესებს, საიდან მოიტანა ქვეყნის ხელისუფლებამ ფესტივალის ჩატარებისთვის საჭირო 850 000 ლარი და რისთვის უხდიან საბჭოს წევრებს თვეში 2 000 ევროს. მე სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვედი და არ მაპატიეს ეს. მე არ მივიღებ ისეთ ფესტივალში მონაწილეობას, რომლის საბჭოს წევრიც გიგი უგულავაა",- განაცხადა ქეთი დოლიძემ.

ქეთი დოლიძე თავისი უფლებების დაცვას სასამართლში აპირებს. თანამდებობიდან მოხსნის ინფორმაცია მან მაშინ მიიღო, როდესაც შვებულებაში იყო. მისი თქმით, კონტრაქტის შეწყვეტამდე კულტურის სამინისტროს მისთვის გათავისუფლების ზუსტი მიზეზები უნდა აეხსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქეთი დოლიძე იყო ინიციატორი და ორგანიზატორი რიგი თეატრალური ფესტივალებისა, მათ შორის ცნობილი ფესტივალის "Gift", რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში რუსი მსახიობები და რეჟისორებიც ჩადიოდნენ. მოკლედ, რუს კოლეგებთან ურთიერთობის გამო, პაატა ბურჭულაძისგან განსხვავებით, ის არ დაადანაშაულეს ღალატში. ალბათ იმიტომ, რომ ქეთი დოლიძე დიდი ხანია მოსკოვში არ ჩასულა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100