RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კულახმეტოვი ვერ გახდა კატალიზატორი ჟენევაში

21.09.2009  |  10:17

4031.jpegშვეიცარიის მოლაპარაკებების მოედანი, სადაც ჩატარდა დისკუსიების მეშვიდე რაუნდი, იქცა უსარგებლო საუბრების ადგილი. მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი კვლავ არაფრის მომცემი გამოდგა. რუსეთმა მისცა წონა თავის დელეგაციას, როდესაც მოლაპარაკებებზე ჩაიყვანა რუსი სამშვიდობოების ყოფილი მეთაური მარატ კულახმეტოვი. მაგრამ ამას დისკუესიებზე გავლენა არ ჰქონია.

რუსეთის დელეგაციამ ჟენევაში უკვე მეშვიდედ წამოაყენა საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ძალიას გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების წინადადება და ისევ უშედეგოდ. პირველი რაუნდიდან მოყოლებული დოსკუსიების ერთადერთი მიღწევა იყო კონფლიქტის ზონებში ინციდენტების აღკვეთის მექანიზმის შექმნა. ამისთვის ქართველები ხვდებიან აფხაზებსა და ოსებს ყოველ ორ კვირაში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით. თუმცა ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ ნაწილობრივ ეხმარება დაძაბულობის შემცირებას.

ამ ბოლო მოლაპარაკებებზე გასვლისას ქართულ მხარეს იმედი ჰქონდა ორი მთავარი საკითხის წამოყენებისა და გადაჭრის. პირველი იყო დევნილების დაბრუნება. სექტემბრის დასაწყისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს ინიციატივას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დევნილების დაბრუნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ამას აპროტესტებდა. ქართულ დელეგაციას ამ საკითხზე მუშაობის დაწყების იმეჰი ჰქონდა.

თუმცა სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბორის ჩოჩიევის ხემძღვანელობით წინასწარ გააფრთხილა, რომ მოიტანდა დევნილების და იძულებით გადასახლებულ პირთა საკითხის გადაწყვეტის საკუთარ პროექტს. ჩოჩიევის იმას გულისხმობდა, რომ ამ რეფორმის წინა ქმედება უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე 90-ან წლებში დევნილი ასი ათასი ადამიანის დაბრუნება.

თუმცა ცხინვალში მოვლენების ასეთი განვითარებაც არ აწყობს ყველას. ქართველებს დასავლური ფონდების დახმარებით თავისუფლად შეუძლიათ სახლების აშენება დაბრუნებული ოსებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას კი ქართველების დაბრუნების სახსრები არ გააჩნია. საბოლოოს გაეროს გენერალური ასამბლეის რეკომენდაციები რჩევების დონეზე დარჩა. "ამ მიზნების მისაღწევას აუცილებელია, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი რეალურად ამუშავდეს, რათა დევნილებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. შეთანხმება ერთია და მისი შესრულება - მეორე. რეალურად ეს მექანიზმი არ მუშაობ. მე არ მაქვს ილუზიების, რომ ეს საკითხები მალე გადაწყდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო კავშირთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.

თბილისელებთან ერთად ჟენევაში ჩავიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების თავმჯდომარე გიორგი ბარამია, რომელმაც სიტყვა ჩამოაგდო გალის რაიონის ქართლენოვან მოსახლეონაზე. მან მოყვა სევდიანი ისტორია იმის შესახევ, თუ როგორ ჩაოუხიეს პირველ სასწავლო დღეს ბავშვებს ქართულ ენაზე დაწერილი მისასალმებელი წარწერა. შემდეგ კი მასწავლებლებს აიძულებდნენ მიეღოთ აფხაზეთის მოქალაქეობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100