მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
უკრაინული სიურპრიზები მეგობრული საქართველოსთვის
22.09.2009 | 10:22საქართველო და უკრაინა ფერადმა რევოლუციებმა დაამეგობრა. თანაც ნარინჯისფერი უკრაინა და ვარდისფერი საქართველო ბალტიისპირა ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაირზამნენ. აგვისტოს მოვლენების გამო კიევს უკვე მოუწია მოსკოვთან მორიგი დაძაბულობის გადალახვა. მიუხედავად უკრაინის ახლანდელი პროდასავლური კურსისა, თბილისისა და კიევის ურთიერთობები თავისუფლად შეიძლება შევიდეს ახალ ფაზაში. ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების ექს-მინისტრმა, რეგიონთა პარტიის ფრაქციის წარმომადგენელმა, ანატოლი ტოლსტოუხოვმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინამ შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობა აღიაროს. ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთს დახმარებას პირდება. ახლახან კი გაგრძელება ჰპოვა სკანდალმა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინული სპეციალისტების მონაწილეობასთან აგვისტოს ომში.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ უკრაინელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ომის დროს ეხმარებოდნენ. ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ყველაფერს უარყოფენ.
უკრაინის გენერალური პროკურატუტის მოადგულე რენატ კუზმინი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ საკითხის შემოწმება მოხდა. მისი რეზულტატების შესახებ კი არაფერს ამბობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანი მარინა ოსტაპენკო აცხადებს, რომ ცნობა უკრაინის მოქალაქეების აგვისტოს ომში მონაწილეობის შესახებ რელობას არ შეესაბამება.
თუმცა ნარინჯისფერ კიევში თბილისისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ფრაზები გაისმა. ანატოლი ტოლსტოუხოვმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინამ შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
მანამდე საერთაშორისო ბლოკადა რუსეთისა და ნიკარაგუას მიერ ორი ახალი რესპუბლიკის აღიარების საკითხში დაარღვია ვენესუელამ. 10 სექტემბერს ჰუგო ჩავესმა კავკასიური რესპუბლიკების აღიარების შესახებ განაცხადა. თბილისში კი ამბობდნენ, რომ ვენესუელამ ეს რუსეთისგან კრედიტების მისაღებად გააკეთა.
ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი კიდევ სხვა ქვეყნებმაც გადადგან. ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილა განაცხადა, რომ "არსებობს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არ ემორჩილებიან".
მისი თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება ჩრდილოეთ კორეამ აღიაროს. დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას უცხო ქვეყნების მიერ ამ ორი რესპუბლიკის აღიარება.
თუმცა უკრაინისგან ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარებას არავინ ელოდა.
მოკლედ, უახლოეს მომავალში, მოვლენების ასეთი განვითარება, უდავოდ, ნაკლებ სარწმუნოა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info