RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ონიანმა „შავი ნიშანი“ მიიღო ანუ ტაროს სასიკვდილო ბანქო

22.09.2009  |  10:24

4044.jpegრუსეთში. საქართველოს „საექსპორტო პროდუქტის" გაცხრილვა იგეგმება.

რუსეთის კრიმინალურ სამყაროს, არასასიამოვნო სიახლე აქვს საქართველოს პერეზიდენტისთვის. მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ იწონებდა თავს იმით, რომ მისმა ქვეყანამ ყველა ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდის" ექსპორტირება მოახდინა რუსეთში.

მიხეილ ნიკოლოსი ძის სიტყვებიდან ისე გამოდიოდა, რომ სუსტი რუსეთი ქართველო კრიმინალების მონობაში აღმოჩნდა, ეს მაშინ როდესაც ძლიერი და დემოკრატიული საქართველო, რომელმაც კორუფცია და კრიმინალი დაამარცხა, აგრძელებს რუსეთის კრიმინალური სამყაროს გამდიდრებას, საკუთარი „ავტორიტეტებით".

უკანაკსკნელი მოვლენა, რომელიც „რუსული მაფიის მამის" ვიაჩესლავ ივანკოვის ანუ „იაპონჩიკაზე" თავდასხმას ეხებოდა, იმის დასტურია, რომ რუსეთის კრიმინალური სამყარო გავლენის სფეროების გადანაწილების გამო, სისხლიანი ომის ზღვარზეა. „იაპონჩიკას" შესაძლო სიკვდილის გამო, მისმა კეთილის მსურველებმა შურისძიების მიზნით უკვე „შეუკვეთეს" ქართული წარმოშობის 35 „ნათლიმამა". ისინი წლის ბოლომდე უნდა მოკლან, იტყობინება „კომსომოლსკაია პრავდა" მოსკოვის კრიმინალურ სფეროებში ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით.

„თუ კი იაპონჩიკი ვერ გადარჩება, ყველაზე მეტად არის მოასალოდნელი, რომ მასობრივი დაცხრილვები დაიწყოს აბუნტებულ და შეურაცყოფილ დაჯგუფებებს შორის", ჩემთვის ცნობილია, რომ „იაპონჩიკას" გამო შურისძიების სახით, ქართული კლანიდან უკვე შეკვეთილია 35 ადამიანი".- ყვება „კომსომოლსკაია პრავდას" კრიმინალური სიახლეების მომწოდებელი.

დანაშაულებრივი სამყაროს ერათერთ ყველაზე გამოჩენილ „ავტორიტეტზე" თავდასხმაში, თავიდანვე დასდეს ბრალი ტარიელ ონიანის, მეტსახელად „ტაროს" კლანს. მისი დაჯგუფება, რომელიც „თბილისური კრიმინალური კლანის" სახელითაა ცნობილი და სადაც 3 ათასი ადამიანი შედის, ამ ბოლო დრომდე მოსკოვის ცენტრალურ ადმინიტრაციულ ოლქში მოქმედებდა.

ტაროს ქვეშემვრდომები სათამაშო ბიზნესი, საბანკო სფერო, უძრავი ქონება, იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ასევე ფულის გათეთრებაზე არიან სპეციალიზირებულები.

უკანასკნელ პრიოდში ტარიელ ონიანს და მეორე კავკასიელ ავტორიტეტ ასლან უსოიანს შორის, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „კანონიერი ქურდი" ბაბუა ხასანი" - ის მეორე „თბილსურ კრიმინალურ კლანს" ხელმძღვანელობს, ისინი მეტრო „ბელოსრუსკის" რაიონს აკონტროლებენ, მათ შორის სერიოზული კონფლიქტი მწიფდებოდა, რომელიც რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გამწვავების გამო, მაფიზოური ომის სტადიაში გადავიდა. ბაუბა ხასანსაც დაახლოებით 3 ათასამდე ადამინი ყავს.

მისი დაჯგუფება ნავთობის, სავაჭრო, სათამაშო და სასტუმროების ბზნესებზეა სპეციალიზირებული. ისინი ასევე საბანკო სფეროთი, ლითონით ვაჭრობით, ფულის გათეთრებით, ტურისტული და საავტომბილო ბიზნესებითაც არიან დაინტერესებულნი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100