RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია და ხელისუფლება დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იბრძვიან

22.09.2009  |  21:34

4056.jpegსაპროტესტო აქციები თბილისის მრავალტანჯულ თავისუფლების მოედანზე, როგორც ჩანს შეწყდა. ოპოზიცია მხოლოდ იმუქრება შეურიგებელი ბრძოლის გაგრძელებით. რეალურად კი, ოკენაის გაღმიდან მხარდაჭერას შესცქერის. ოფიციალური თბილისიც ასევე თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინიტრაციის მხარდაჭერას დაეძებს. რომელი მათგანი გაიმარჯვებს ვაშინგტონის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში?

საქართველოს ოპოზიცია საზაფხულო ტაიმ-აუტის შემდეგ ვერაფრით ვერ ჩადგა ფორმაში. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, განუწყვეტლივ აკეთებენ განცხადებებს შეურიგებელი ბრძოლის შესახებ, სამომავლო გეგმების გამოქვეყნებას კი, რატომღაც აყოვნებენ.

გაზეთ „ვრემია ნოვოსტეის" წყარო, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იტყობინებოდა, რომ ოპოზიციის პერმანენტულ აქციებს ალბათ აღარ უნდა ველოდეთ. ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეებს მხოლოდ კონკრეტული მიზეზებით შეკრებენ ქუჩაში. ოპოზიცია აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაოდ მოახდინოს ძალისხმევის კონცენტრირება და სათანადოდ მოემზადოს 2010 წლის 30 მაისის თბილისის მერის პირველი პირდაპირი არჩევნებისათვის.

ამ კვირას საშუალება მოგვეცა ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში დავრწმუნებულიყავით. ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიუყლი მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უფრო პრინციპული პოზიციის გამოიჩენს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ძირითადად საუბარია ტინა კაიდენაუს პოზიციაზე, რომელიც ახლახანს დაინიშნა მეთიუ ბრაიზას პოსტზე ანუ ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე, რომელიც კავკასიის პრობლემებს კურირებს.

ტინა კაიდენაუმ ამ კვირას ოპოზიციის ლიდერებთან ჩაატარ შეხვდრები. ქართველი ოპოზიციონერები კმაყოფილები დარჩნენ. „ტინა კაიდენაუს ღრმად ესმის საქართველოში მიმდინარე პროცესები, მას შეუძლია სიტუაციის სწორად გაანალიზება და ხედავს რეალურად რა ხდება ფასადს მიღმა".- „ვზგლიადი" ახდენს ნინო ბურჯანაძის ციტირებას. მან ასევე განაცხადა, რომ ა.შ.შ და ნატოს სხვა ქვეყნები აღშფოტებულნი და შოკირებულნი იყვნენ, ახლახანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოდიოზური ფიგურის ბაჩო ახალაიას დანიშნვის გამო.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ამ გადაწყვეტილებით დაგვანახა, რომ მას არმიის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სურს", განუცხადა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „რეზონანს". როგორც ცნობილია, აგვისტოს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ „საკადრო კარუსელი" აამუშავა. მან თავდაცვის მინისტრის პოსტზე 29 წლის ბაჩო ახალაია დანიშნა, რომელსაც „სიკვდილის ესკადრონების" საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაში ადანაშაულებენ - სპეც-დანაყოფები, რომლებიც ოპოზიციის მტკიცებით, რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან ანგარიშის გასასწორებლად გამოიყენება. თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თავდაცვით უწყებაში მკაცრი ხელია" საჭირო და არანაირ დათმობებზე არ წავიდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100