RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იოჰან ვერბეკს დისკუსიის ფორმატის შეცვლა სურს

24.09.2009  |  10:16

4074.jpegახლახანს დაანონსებული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშის შეხვედრა გაეროს მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე იოჰან ვერბეკესთან, ჯერ კიდევ კვირას შედგა, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინიტრომ შეატყობინა GeorgiaTimes. ის დახურულ რეჟიმში ტარდებოდა და დეტალებმა პრესაში ვერ გაჟონა. სავარაუდოა, რომ იქ კვლავ საქართველოს და ევროპის მოთხოვნებს იხილავდნენ აფხაზეთის მიმართ და საპასუხო პრეტენზიებს სოხუმისაგან. გუშინ ასევე უნაყოფოდ ჩაიარა გალის ხუთმხრივმა შეხვედრამ, რომლის შესახებაც GeorgiaTimes მოუთხრო ბაღაფშის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ.

იოჰან ვერბეკემ, მაშინ როდესაც მიღებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ფანტასტიური რეზოლუცია ქართველი დევნილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შესახებ, საკუთარი შეხედულება დაუპირისპირა ამ დოკუმენტს. მან განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, შესაძლოა არ ემთხვეოდეს მთელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზრს. ის სულაც არ აპირებდა რეზოლუციის გაკრიტიკებას, ისიც კი თქვა, რომ ის „დაგვეხმარება ჩვენ ლტოლვილების დაბრუნების საკითხში". „დევნილების დაბრუნების საკითხს ჩვეულებრივ, სხვადასხვა ორგანიხაციები იხილავენ და ყოველ მათგანს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება აქვს ამ პრობლემის მიმართ".- განაცხადა მან, როგორც ჩანს მხედველობაში ჰქონდა, რომ გაერომ გენერალური ასამბლეისგან დამოუკიდებლად მოამზადა რაღაც ქართველების რეპატრიაციის მაგვარი გეგმა.

17 სექტემბერს ჟენევის დიკუსიის ქართველმა და ევროპელმა თანათავმჯდომარეებმა აფხაზებისა და ოსებისგან მკაფიო უარი მიიღეს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის გაეროსთვის რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ამას შემდეგ ვერბეკემ განაცხადა, რომ დროა თავად დისკუსიების ფორმატი შეიცვალოს და პირობა დადო, რომ შეიმუშავებს გეგმას შემდეგი სხდომისათვის ანუ 11 ნოემბერს. შესაძლოა, კვირას სწორედ მისი ამ საკითხთან დაკავშირებული შეხდულებები გახდა სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას, განხილვის საგანი.

ჟენევაში შემოთავაზებული ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის ეფექტურობაში, ეჭვის შეტანის კიდევ ერთი მიზეზი გახდა, გალში შემდგარი მორიგი შეხვედრის არაფრისმომტანი შედეგები.

მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ პროგრესი მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით იყო - სკოლის მოსწავლეების გადადგილება, რომლებიც ცხოვრობენ გალის რაიონში და რატომღაც საქართველოში სწავლობენ. მომლაპარაკებელმა თბილისიდან რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამას მერე მოსწავლეებს შეფერხებების გარეშე გადაუშვებენ მეზობელ ზუგდიდის რაიონში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100