RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიციური ორკესტრი დირიჟორის გარეშე

24.09.2009  |  23:05

4084.jpegქართული ოპოზიცია ქუჩის ბრძოლიდან წინასაარჩევნოზე გადავიდა. ჯერჯერობით, მხოლოდ მუნიციპალურზეა საუბარი. მაგრამ ამ საკითხშიც მრავალრიცხოვანი ოპოზიციის პარტიების ლიდერები ვერ მიდიან ერთ აზრამდე. ერთიანი კანდიდატის წამოყენება ძველებურად ზე-ამოცანაა.

ჯერ კიდევ ზაფხულში გამოცხადებული შესვენება ძალიან გაიწელა. "შფოთიანი შემოდგომა", როგორც ოპოზიცია გვპირდებოდა, სინამდვილეში ბოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიძლება ყველაზე მშვიდი აღმოჩნდეს. საზოგადოება დაიღალა საპარტიო ბრძოლებითა და არ არის მზად მიტინგებისთვის. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა უმეტესობა ახლა კონცენტრირებულია წინასაარჩევნო ბრძოლაზე.

რადგანაც მრავალთვიანმა აქციებმა ვერ აიძულა სააკაშვილი დათმობებზე წასულიყო, მის ოპონენტებს ახლა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადებით უწევთ ტკბობა. 2010 წლის 30 მაისს ვადამდელი მუნიციპალური არჩევნების ჩატარების ინიციატივით სააკაშვილი გამოვიდა ივლისში საპარლამენტო დებატების დროს. მაშინ ქვეყნის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ ამ არჩევნებთან ერთად, შეიძლებოდა ჩატარებულიყო თბილისის მერის არჩევნებიც. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დედაქალაქის მერს საკრებულოს დეპუტატები ირჩევენ.

მაშინ ოპოზიციამ ამაზე მტკიცე უარი თქვა და მოითხოვა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მოკლედ, როგორც ცნობილია, მეტი უნდა მოითხოვო, რომ რამე მაინც მიიღო. თუმცა შემოდგომის დადგომისთანავე აშკარა გახდა, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ის დათმობები, რომლებისთვისაც ხელისუფლება მზად არის. მეტის მიღწევა მოცემულ მომენტში მაინც შეუძლებელია.

ვინ გახდება თბილისის მერი? ეს დღევანდელი დღის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვაა.

მერის არჩევა თბილისელებს მომავალ წელს მოუწევთ. ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, მეორე ნაწილს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. ამასობაში კი "ალიანსმა საქართველოსთვის", რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს, უკვე განაცხადა, რომ თავის კანდიდატს წამოაყენებდა.

ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ალასანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის მთავარ კონკურენტად მიიჩნევს, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერის პოსტისთვის აპირებს ბრძოლას. როგორც ალასანიამ განაცხადა, კანდიდატას ალიანსი სწორეს მას დაასახელებს. საქალაქო კრების თავმჯდომარის პოსტზე კი წარდგენილი იქნება სოზარ სუბარი, რომელიც ამ დღეებში შეუერთდება ალასანიას პარტიას.

მართალია, ლევან გაჩეჩილაძეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ამის თაობაზე განცხადება, მაგრამ ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ მის მონაწილეობას თბილისის მერის პოსტის დასაკავებელ არჩევნებში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100