RSS
на русском en in english
18.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რთველი - 2009: ბევრი ხმაური და სინამდვილეში არაფერი...

25.09.2009  |  10:06

რუსეთის ბაზრის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ქართველმა მეწარმეებმა ვერ შეძლეს. როგორც შედეგი - გლეხები დაიჩაგრნენ. ზოგიერთმა გაჩეხა კიდეც ვენახი, ვინაიდან ვერსად აბარებდნენ მოსავალს. არად სახსრები არც საცხოვრებლად და არც ვაზის მოსავლელად მათ არ გააჩნდათ. ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია. 2007 წელს საქართველოს პრეზაიდენტმა ბიზნესმენები დაავალდებულა, შეესყიდათ ყურძენი გლეხებისაგან. ეს ზომა არაპროდუქტიული გამოდგა.

წელს კახელმა მეღვინეებმა ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ ყურძნის შესასყიდად და ასევე ღვინის რეალიზაციის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. ამას გარდა, ღვინის მწარმოებლებს სირთულეები აქვთ ტარის შესყიდვასთან დაკავშირებით, ახალი პარტიების ჩამოსახმელად.

ასე რომ, რთველი 5 სექტემბერს დაიწყო. კახეთში გაიხსნა რთველის შტაბი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პირადად ჩაუდგა სათავეში, გურჯანში ყურძნის დასაკრეფად გახსნილ შტაბს. კახეთში გამოშვებული წვენების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელმა, გურჯანის რაიონის სხვადსხვა სოფლების შემოიარა და მაღაზიის მფლობელებს შესთავაზა, გაყიდონ ქართული წვენები.

ხელისუფლებამ დააპატაკა უპრეცედენტო ზომები. იტყობინებოდნენ, რომ სამხედროები ეხმარებიან გლეხებს ყურძნის დაკრეფაში. სამხედროები დახმარებას უწევდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაიქირაონ მუშა ხელი.

კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ყურძნის მოსავლის დაკრეფას წარმატებული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა პრობლემების არ არსებობა, იტყობინება „ ბიზნეს-საქართველო". ისინი მოუწოდებდნენ გლეხებს მოსვალი მხოლოდ მაშინა აეღოთ როდესაც მოსავალი მთლიანად დამწიფდებოდა, იმიტომ რომ თუ კი ყურძენში შაქრის შემცველობა 20 პროცენტზე ნაკლები იქნებოდა, მაშინ ქარხნები არ მიიღებდნენ ამ მოსავალს. ამ დროისთვის თელავის რაიონში სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს სამი ღვინის ქარხანა.

თუმცა, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის" ლიდერის ექს- პრემიერი ზურაბ ნოღაიდელის შეფასებით, წელს რთველი „სამხდრო ოპერაციის" ფორმატში ტარდება, გლეხებს კი ხელოვნურ პრობლემებს უქნიან და ზარალს აყენებენ, იტყობინება GHN. როგორც ნოღაიდელმა განაცხადა პრესკონფერენციის მიმდინარეობისა: ქვეყანაში რთველს საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ესწრება.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100