RSS
на русском en in english
18.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რთველი - 2009: ბევრი ხმაური და სინამდვილეში არაფერი...

25.09.2009  |  10:06

ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ისიც ემატება, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითისათვის როგორიც არის ცუდი ამინდი ან ტრანსპორტის უქონლობა, გლეხები ვერ ახერხებენ დათქმულ ვადებში ყურძნის ჩაბარებას და პრაქტიკულად კარგავენ რეალიზაციის საშუალებას. საუბრის ცალკე თემაა რთველის ვადების შემოღება, რაც მევენახეების გაღიზიანებას იწვევს, ვინაიდან ხელისუფლების მიერ დაწესებული გრაფიკის გამო, ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს განიცდიან - უკვე შეგროვებული ყურძენი წონაში იკლებს. ამ შედგენელი გეგმის იდეალური „დაგვირგვინებაა",რომ გლეხები რომლებმაც მოასწრეს ყურძნის ჩაბარება, მოსავლისათვის კუთვნილ ფულს ვერ იღებენ".- განაცხადა ნოღაიდელმა.

ნოღაიდელი განმარტებებს ითხოვს ხელისუფლებისაგან: რატომ ერევიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები რთველის პროცესში, რატომ არ აძლევენ სუბსიდიებს იმ გლეხებს, ვინც დაკრიფა ყურძენი და რატომ არ იღებენ მოსავალს ღვინის ქარხნები?

უკვე პრეს-კონფერენციის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო GHN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში ფერმერებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ყურძენი ჩააბარონ ქარხნებში. შესაბამისი მითითება მიღებულია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან. საქართველოს სოფლის მეოურნეობის სამინისტრო ფერემერებად თვლის იმ გლეხებს, რომელთაც მფლობელობაში 10 გექტარზე მეტ ტერიტორიაზე აქვთ ვენახები. ყველა დანარჩენს შეუძლია საკუთარ ყურძენს რაც უნდა ის უქნას.

როგორც განუცხადეს მევენახეებმა კახეთის საინფორმაცი ცენტრს, მათ დიდი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ თუ კი ისინი ყურძენს ჩააბარებენ ქარხანაში. ერთერთმა ფერმერმა აღნიშნა, რომ ასეთივე სიტუაცია იყო შარშანაც: ქარხნები არ იღებდნენ ყურძერნს და ათობით ტონა მოსავალი უბრალოდ დაიღუპა.

საკორდინაციო შტაბი „რთველი-2009" ხელმძღვანელმა ტარიელ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ფერმერებზე ზეწოლი ფაქტებზე. გლეხების მდგომარეობით არა მარტო ოპოზიცია შეწუხდა. თავად პატრიარქმა ილია მორემ თავის საშობაო ეპისტოლეში „დაიცვა" ქვეყნის სოფლის მეურნეობა.

მისი თქმით, დღეს ქართველ გლეხებს სოლიდურ თანხას სთვაზობენ, რათა მან გაჩეხოს ბავშვივით გაზრდილი ვაზის ყლორტი და სხვა კულტურა დათესოს. გლეხები კარგავენ ვაზის გაზრდის ინეტერესს, იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ მოსავლის რეალიზებას ნორმალურ ფასში, ყურძნის ჩაბარების დროს კი, მათ მიზერულ თანხებს უხდიან.

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, ილია მეორის აზრით, შესაძლოა გახდეს სახელმწიფოს მიერ, გლეხების მეურნეობებში წარმოებული სუფთა ყურძნის ღვინის ექსპორტი. შეისმენს ხელისუფლება პატრიარქის რჩევას თუ არა? ხმაურიანი რთველის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს ამ სეზონზეც გლეხებს პრობლემები მრავლად ექნებათ.

 

ირინა პტაშკოვსკაია

1 2 
3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100