RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის ”კედელს” გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმატება არ მოუტანია

28.09.2009  |  09:40

4102.jpegქართველი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "კედელომანია" განუვითარდა. ამ დაავადებით მან ჯერ ყოფილი ევროპელი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები დაასნეულა, შემდეგ კი შეეცადა ავლაბრის რეზიდენციაში გამოყვანილი ვირუსი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებშიც გაევრცელებინა.

ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც თურმე ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე ააგოს ახალი "ბერლინის კედელი".

საინტერესო აღსანიშნავია, რომ გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ არ უხსენებია რუსეთი. ამის მაგივრად მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა "გარეშე ძალებსა" და "მათზე".

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაავლო პარალელი "ბერლინის კედელსა" და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას შორის და პირობა დადო, რომ აფხაზეთი კვლავ დაბრუნდება ქვეყნის შემადგენლობაში.

"კედელი, რომელიც ჩვენ ტერიტორიების მეხუთედს გვაჭრის არის კედელი, რომელიც კვლავ გაყოფს ევროპას, ახალი საზღვრების დადგენით და შიშის დანერგვით: ხელოვნური გამყოფი ხაზები საერთაშორისოდ აღიარებულ ქვეყანაში",- ასე დაახასიათა საქართველომ აფხაზეთის საზღვარი.

"იასონისა და არგონავტების დროიდან მოყოლებული აფხაზეთი ჩვენ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია",- თქვა საქართველოს ლიდერმა. ის აშკარად ცდილობდა ლეგენდარული მითრიდატეს გვირგვინზე პრეტენდენტობას, იგივე წარმატებით შეეძლოთ მოეხდინათ ანტიკური ისტორიის "პრივატიზება" აფხაზ ლიდერებს, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ.

"დროთა განმავლობაში აფხაზეთი ისევ ის გახდება, რაც იყო - საქართველოს ყველაზე მშვენიერი ნაწილი",- განაცხადა სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან. თუმცა, თუ რა გზით მოხდებოდა ამ იდეის განხორციელება, სააკაშვილს არ უთქვამს. თუმცა ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ნანობს გასული წლის სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის გამო და პირობა დადო, რომ საქართველო დაიბრუნებს იმას, რაც მათ (რუსეთმა) დროებით მიითვისა.

"ოდნავადაც არ ვნანობ, რომ წინააღმდეგოწა გავუწიე, არც ერთი ჩვენი იძულებით გადასახლებული პირი ან ნანობს ამას,- განუცხადა მას ქართულმა დიასპორამ,- ...ამიტომაც, დღეს პუტინმა მსოფლიოში არცერთი ნორმალური მხარდამჭერი არ ჰყავს. იპოვა ჰუგო ჩავესი, ღმერთმა შეარგოს".

გაეროს ტრიბუნდან მიხეილ სააკაშვილმა რისხვა არ გამოავლინა ჰუგო ჩავესის მიმართ იმიტომ, რომ ვენესუელის ლიდერს, როგორც ყოფილ მედესანტეს, თავისუფლად შეეძლო სერიოზული ზიანი მიეყენებინა ჰარვარდის ქართვეი კურდსამთავრებულის ფიზიონომიისთვის.

სამაგიეროდ გადახვეწილ თანამემამულეებთან საუბრისას მან თავს ამის უფლება მისცა. სააკაშვილის თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ მისი საზოგადოება მტრის წინაშე ერთიანია და ის მოლოდინი, რომ საპროტესტო აქციების შემთხვევაში ქვეყანა "ამოტრიალდებოდა", არ გამართლდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100