RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ეკონომიკა: განუყოფელი კავშირი რუსეთთან

28.09.2009  |  09:53

4104.jpegქართული მანდარინი შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს რუსეთის ბაზარზე, განაცხადეს აჭარის ხელისუფლებაში. კარგი სიახლეა ქვეყნისათვის, რომლის ეკონომიკაც დიდი ხანია ცუდ დღეშია, კრემლთან დიპლომატიური ომის გამო. არადა რუსი ინვესტორები ძველებურად მზად არიან ინვესტიციები დააბანდობნ საქართველოში. რუს ტურისტებსაც ჯერ კიდევ უყვართ ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპირო. თუმცა, თავად რუსეთიც კრიზისს განიცდის, რაც მნიშვნელოვნად დაეტყო ფულად გადარიცხვებს საქართველოში.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ემზარ ძირკვაძემ განაცხადა, რომ წელს ციტრუსის მოსავალი აზერბაიჯანის გავლით, მოხვდება რუსეთში.მისი თქმით, ქართველ ფერმერებს არ ექნებათ მანდარინისა და ფორთოხლის რეალიზაციის პრობლემა, ვინაიდან შესატყვისი ბაზარი უკვე ნაპოვნია. „უკვე ცნობილია, რომ საექსპორტო პროსუქციის 50 პროცენტი გაიყიდება უკრაინაში, დანარჩენი კი აზერბაიჯანში, სოხმეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და რუსეთში",-დააზუსტა მინისტრმა GHN საუბრისას.

წელს ზაფხულში, აჭარაში ორჯერ მეტი ციტრუსის მოსავალი მოვიდა, ვიდრე შარშან - 100 ათას ტონამდე. აქედან რამოდენიმე ათასი შესაძლოა რუსულ ბაზარზე მოხვდეს, რათქმაუნდა თუ კი, უეცრად არ აღმოაჩნდება, რომ ციტუსებში ნორმაზე მაღალია სელიტრის შემცველობა. გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ უფასოდ დაურიგა სასუქი გლეხებს, ისინი კი ცდილობდნენ გაეყიდათ ის, რათა კრიზისის დროს თავი გაეტანათ. სად წავიდა ეს „ზედმეტი" არავინ არ აიცის, ვენახებში თუ მანდარინის პლანტაციებში? მაგრამ ქართული მანდარინი რუსეთში უყვართ - მათ სურნელებას ვერ შეედრება, უცხოეთიდან შემოტანილი გიბრიდული და მშრალი პროდუქტი.

როგორც, შვებულებების სეზონმა გვიჩვენა, რუსებს ჯერ კიდევ უყვართ საქართველოს კურორტები. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა პეტრე კანკავამ, ტურისტული ბიზნესის მიღწევებს „პატარა საოცრება" უწოდა. „იმ დროს როდესაც უმეტეს ქვეყნებში უკმაყოფილონი არიან ტურისტული სეზონის შედეგებით, ჩვენთან პირიქითაა საქმე: წელს ქვეყნა მოინახულა 8 პროცენტით მეტმა ტურისტმა ვიდრე შარშან",- შეგვატყობინა მან. ზაფხულის პირველ ორ თვეში, კურორტები მოინახულა 485 ათასმა დამსვენებელმა, მათგან ნახევარი უცხოელია. ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული მეზობელი სომხეთიდან, თურქეთი და ზერბაიჯანიდან. რუსი ტურისეტების რაოდენობამ, უცხოური ნაკადის მესამედი შეადგინა - 86 ათასი დამაინი ივნისისა და ივლისის განმავლობაში. თუ კი სტატისტიკური მონაცემები არ ცრუობენ, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩრდილოური ზესახელმწიფოს მოქალაქეებისათვის, საქართველო დამარტყვევებელ ულამაზეს- ქვეყანად რჩება, როგორც იყო მრავალი საუკუნი განმავლობაში. საქართველოს ტურისტული სფერო კი, კვლავ რუსების საფულეზეა დამოკიდებული.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100