RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ყაზბეგის რაიონის დრეიფი

29.09.2009  |  09:03

4113.jpegსაქართველოს ჩრდილო საზღვარზე, ახალი სეპარატისტული მოძრაობა მწიფდება. ჩრდილო ოსეთთან შეერთებას ოცნებობენ ოსები - ყაზბეგის რაიონის 33 ქართული სოფლიდან და უკვე ითხოვეს კიდეც, მათთვის სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება. მათ ინტერესებს მოძრაობა „დარიალი" იცავს.

წელს ზაფხულში „დარიალის" თავკაცი გაირბეკ სალბიევი, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლბის წარმომადგენლებს შეხვდა, რითაც თბილისის არასახუმარო შეშფოთება გამოიწვია. ოსი საზოგადო მოღვაწე არც მეტი, არც ნაკლები, მათთვის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვა, რაც საშუალებას მისცემთ რუსეთის მოქალაქეობაც მიიღონ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დაეხმარა მათ საჭირო ადამიანებს შეხვედროდნენ მოსკოვიდან და აღუთქვა, რომ შეეცდება მათი თხოვნა შეასრულოს. ამ სოფლების მაცხოვრებლების მოთხოვნა, სულაც არ არის პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული, არამედ დაფუძნებულია არსებით ყოფით მოთხოვნილებებზე.

როგორც ამას წინ მოუთხრო სალბიევმა საინფორმაციო სააგენტოს „რეგნუმ", ამ ბოლო წლებში ეს სოფლები გაუკაცრიელდა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაციის გამწვავების გამო, რის შედეგადაც შეწყდა გადაადგილება საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე". უნდა ითქვას, რომ ყაზბეგის რაიონის მაცხოვრებელებისათვის, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული იყო უვიზო რეჟიმი, ვინაიდან იქიდან ვლადიკავკაზი გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე თბილისი ან სხვა რომელიმე საქართველოს ქალაქი. ამას გარდა ოსური სოფლების მკვიდრთ, მჭიდრო ნათესაური კავშირები აქვთ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან და ამის გამო მუდმივად მიემგზავრებოდნენ ერთი ქვეყნიდან, მეორეში. მაგრამ ასე იყო 2006 წლამდე - საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვამდე. მას მერე მრავალმა მათგანმა გადაწყვიტა რუსეთში დამკვიდრება და არა მაღალმთიან სოფელში დარჩენა, სადაც ელექტრობაც კი, შეფერხებებით მეიწოდება. ჯამში, მრავალი სახლი დაცარიელდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, გაიძარცვა. „ მთლიანად განადგურებულია სოფელი დესი. სოფელ კარატი კაუდან (კარაევების სოფელი) მე გამომიგზაცნეს ფოტოები ჩამსხვრეული ფანჯრებითა და გაძარცვული სახურავებით. ქართველები, აიძულებენ ოსებს გაყიდონ სახლები, უარის შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ მათ საცხოვრებელს. პოლიცია არანაირ ზომებს არ იღებს ამ უკანონობის აღსაკვეთად, ისინი უძლურნი არიან რაიმე გააკეთონ. თბილისის ხელისუფლება კი, ყოველივე ამას ვერ ხედავს".

მისი სიტყვებით, რაიონში დარჩენილ ოსებს არ ძალუძთ რაიმე შეცვალონ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებიც კი, ყალბდება ქართველების მიერ. „ჩამოიყვანეს ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ უცხოვრიათ სოფლის საბჭოს ტერიტორიაზე და მათ ხმა მისცეს ისე - როგორც დაავალეს. შედეგად, ადგილობრივ ხელისუფლებას ქართველი ხელმძღვანელობს, ოსი კანდიდატები მარტივად ამოშალეს სიიდან. აი, ეს არის ქართული დემოკრატია, რომლის შესახებაც ბატონი სააკაშვილი მთელ მოსფლიოს უყვება".- დასძინა სალბიევმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100