RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია მიტინგებისკენ მიიწევს

29.09.2009  |  09:05

4114.jpegსაქართველოში სიმშვიდე არასოდეს გრძელდება დიდხანს. ბოლო თვეების სიჩუმის შემდეგ ქართული ოპოზიცია კვლავ მიტინგებისა და საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ.

ოპოზიციის მიერ გამოცხადებული საზაფხულო ტაიმ აუტი გაიწელა. კარს სექტემბერის მომდგარი და საქართველოში ამ დროისთვის წარმოუდგენელი სიცივეები დადგა, ოპოზიციის ლიდერებს კი ჯერ ისევ არ აქვთ გამოქვეყნებული სამომავლო გეგმები.

ზოგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ შემოდგომაზე არ აპირებენ საპროტესტო აქციებთან შეერთებას, რადგანაც საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი აღარ არის. ასეთი განცხადება გააკეთა ზურაბ ნოღაიდელმა.

თუმცა ქართული ოპოზიციის ნაწილი აქციების განახლებას აპირებს. მიტინგი დღეს საღამოს უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების პროგნოზით, თავს 50 ათასზე მეტი ადამიანი მოიყრის. ისინი პროტესტს გამოთქვამენ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გაათავისუფლა გირგვლიანის მკლელები.

ოპოზიციონერებმა მერისგან აქცის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა და, თუკი რუსთაველის გამზირზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიყრის თავს, ქუჩის გადაკეტვის უფლება. არ არი გამორიცხული, რომ "7 ნოემბრის" მოძრაობას შეუერთდნენ სხვა პარტიებიც.

ახალგაზრდული მოძრაობა არ აპირებს ერთჯერადი აქციით შემოფარგვლას და ახალი კანონმდებლობის მორჩილებას.

ზაფხულში მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ოპოზიციას არ აქვს უფლება გადაკეტოს გზები, თუკი აქციაზე თავს საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მოიყრის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, შეძლება თუ არა ოპოზიცია ამდენი ხალხის ქუჩაში გამოყვანას, საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხზე და მხარეებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.

პიტერ სემნებიმ ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ამ უკანასკნელს ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლა შესთავაზა. საპასუხოდ ხელისუფლების ოპონენტებმა უცხოელი სტუმრის ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ქართულ ციხეებში დღემდე სხედან პოლიტპატიმრები და ქვეყანაში დემოკრატიას არანაირი პროგრესი არ ეტყობა.

შეხვედრაში მონაწილე კახა კუკავამ განაცხადა, რომ რადგან ხელისუფლება არ ასრულებს ოპოზიციის მოთხოვნას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ, კომპრომისების მოძებნაზე საუბარიც კი ზედმეტია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100