RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დევნილები საქართველოდან. ვინ დაეხმარება მათ?

29.09.2009  |  09:08

4115.jpegაფხაზეთი და საქართველო ვერანაირად ვერ იწყებენ დიალოგს ერთმანეთში. ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული ნებისმიერი შეხვედრა მთავრება პრეტენზიებისა და ბრალდებების წამოყენებით. ამასობაში კი 200 000-ზე მეტი დევნილი ელოდეა თუნდაც ოდნაც წინსვლას ორი ქვეყნის ურთიერთობებში. როგორც ჩანს, ამ ხალხის დახმარება მოცემულ მომენტში მხოლოდ ეროვნული დიპლომატიის საშუალებით არის შესაძლებელი. რუსეთში ქართველთა კავშირმა წამოიწყო პროექტი "21-ე საუკუნე დევნილების გარეშე", რომლითაც სურთ როგორღაც ცხოვრება შეუმსუბუქონ აფხაზეთიდან დევნილ ხალხს.

რამდენნი არიან, ვის მოუწია ომის გამო აფხაზეთში მშობლიური სახლის დატოვება? 17 წლის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. არსებობს მხოლოდ მიახლოვებითი ციფრები. აფხაზეთში 13 თვის განმავლობაში მიმდინარე საომარი ქმედებების შედეგად დაახლოებით 280 000 ადამიანი გაიხიზნა მაშინ მთებში. ტყვიებისა და აფეთქებებისგან ზოგი საქართველოში შველოდა თავს, ზოგიც რუსეთში. ზოგიერთო მონაცემებით, "ჩრდილოელმა მეზობელმა" 90-ანი წლების დასაწყისში მიიღო 60-65 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. საქართველოში, თუკი სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 7%-ს ლტოლვილები შეადგენენ.

ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სახის შეძენა და დაბრუნების იმედით ცხოვრობენ. ამ საკითხის მხარდაჭერა ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითაც კი ვერ ხერხდება. 10 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაამართლა საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ. რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ რეზოლციას არ გააჩნია - ის არავის ავალდებულებს.

ან როგორ უნდა დააბრუნონ ხალხი, როდესაც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე წინასაომარი სიტუაცია გეგონება - ხან სროლა, ხან აფეთქება, ხან საშიში დაძაბულობა შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც მოწინააღმდეგეები უკვე გემების ჩაძირვით იმუქრებიან.

გალის რაიონი, სადაც აქამდე 55 ათასი ქართველი დაბრუნდა, უთანხმოებების ეპიცენტრი ხდება.

ასე რომ ლტოლვილთა ხვედრის შემსუბუქება, როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ ეროვნული ხაზით არის შესაძლებელი.

27 სექტემბერს, როდესაც აფხაზები და ქართველები 1992 წელს სოხუმის ომში დაღუპულთა ხსოვნას აგებდნენ პატივს, ქართველთა რუსეთის კავშირის შტაბ-ბინაში შედგა ქართული საზოგადოების შეკრება, სადაც განიხილებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები.

რუსეთში მცხოვრებს ბევრ ლტოლვილს არ აქვს აუცილებელი დოკუემნტები - არც მოქალაქეობა, არც ცხოვრების მოწმობა, არც მუშაობის უფლება. "რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ეს ხალხი სრულიად უუფლებოდ დარჩა. მათ სჭირდებათ სწავლა, მუშაობა, მკურნალობა",- აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ხუბუტიამ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100