RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი პროკურორი გამჭვირვალობას გვპირდება

30.09.2009  |  22:57

4138.jpegსაქართველოში მორიგი საკადრო გადაადგილებებია. საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნია - იურიდიული საკითხბეის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მურთაზ ზოდელავა. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. სააკაშვილი კი პოზიციებს იმაგრებს, მნიშვნელოვან პოსტებზე მომხრეების დანიშნვით. ჟურნალისტები კვალავ „საკადრო კარუსელს" პროგნიზირებენ...

ორშაბათს, საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშნულია იურიდიული საკითხების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პირევლი მოადგილე მურთაზ ზოდელავა, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებაში, გადმოსცემს რია ნოვოსტი. ზოდელავამ ამ პოსტზე, მამუკა გვარამია შეცვალა. ის მთავარი პროკურორის პოსტზე 2008 წლის ნოემბრიდან იყო, ახლა კი თბილისის პროკურორი გახდება.

ახალი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მუშაობისას მისი პრიორიტეტი იქნება „სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, მეტი გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებების დაცვის შიდასტრუქტურული ელემენტების გაძლიერება". მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებით მუშაობა შესუსტდება, აღნიშნავს ზოდელავა. როგორც „როსბალტი" იტყობინება, ზოდელავამ განმარტა, რომ დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის კორუფციასთან, გენერალური პროკურატურის მთავარ საქმედ რჩება.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ხოლო მთავარი პროკურორის პოსტზე კვლავ - მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ერთგული წარმომადგენელია, ახლო მომავალში თემიდას უწყებაში კარდინალური ცვლილებები, არ განხორციელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო ტაიმ-აუტის შემდეგ, ოპოზიცია ვერა და ვერ გააქტიურდა, მიხეილ ნიკოლოზის ძე კი ისწრაფვის გაიმყაროს პოზიციები. აგვისტოს ბოლოს მან უკვე შეცვალა თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელი და თავდაცვის მინიტრის პოსტზე თავისი ერთერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი ბაჩო ახალაია დანიშნა.

აღშფოთებული ოპოზიცია არ იშურებდა არც განცხადებებს და არც ბრალდებებს. ახალაიას „მკაცრი ხელი" სააკაშვილს სხვაგვარად მოზაროვნეებთან გასასწორებლად ჭირდება, ირწმუნებოდნენ ისინი. ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს გზა"-ამ უცხოელ პარტნიორებს და პირველ რიგში ამერიკელებს, როგორც საქართველოს არმიის მთავარ სპონსორებს მიმართა, რომ მიაქციონ ყურადღება იმ მიზანმიმართულ აგრესიას, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ხორციელდება. საქართველოს არმიის სახით ხელისუფლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობას აზარალებს.

ყოფილი ომბუცმენი სოზარ სუბარი, თავდაცვის ახალ მინისტრ ბაჩო ახალაიას „დამნაშავეს" უწოდებს. სუბარის აზრით, არა ერთი ფაქტი არსებობს, იმისთვის საკიმარისი, რომ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რომლის მეთაურობითაც „არმია შესაძლოა გამოიყენონს ოპოზიციის წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100