RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეზოლუცია რუსეთის სასაყვედუროდ

30.09.2009  |  22:59

4139.jpegდღეს სტრასბურგში უნდა გადაწყდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის სამომავლო უფლებამოსილების საკითხი. მისი განხილვა, როგორც ცნობილია, ინიცირებული იყო საქართველოს მიერ "სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით". მანამდე თბილისმა უკვე მიაღწია იმას, რომ მოხსენების "ომი საქართველოსა და რუსეთს შორის: ერთი წლის შემდეგ" განხილვის შედეგების შემდეგ მიიღეს მოსკოვის მიმართ ახალი მოთხოვნებით სავსე რეზოლუცია. თუმცა შესწორებები არ შეუტანიათ არ შესრულების გამო გათვალისწინებულ სანქციებში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა დაუშვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა. როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკები კი ეს სახელმწიფოები მოხსენებული არ არის.

დოკუმენტში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება იმით, რომ სოხუმი და ცხინვალი "აიძულებენ" ეთნიკურ ქართველებს აფხაზური და სამხრეთ ოსური მოქალაქეობის მიღებას. ასევე საუბარია იმ ლტოლვილების დაბრუნებაზეც.

როგორც მოხსენების ავტორები ურჩევდნენ, საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეს რომ დაბრუნებოდა ადამიანთა და ჰუმანიტარული უფლებების დარღვევის საკითხებს, რასაც ადგილი ჰქონდა ომის დროს და შემდგომ პერიოდშიც.

"ასამბლეა კიცხავს რუსეთს და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ მოახერხეს გადაეჭრათ და სერიოზულად გამოეძიებინათ ეთნიკური ქართველების წმენდის საკითხი, რასაც, საერთო აზრის მიხედვით, ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთში როგორც ომის დროს, ისე მის შემდეგაც",- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ დოკუმენტთან შესწორებების სახით მიღებული იყო წინადადება, რომ რუსეთმა გაუგზავნს ვენეციურ კომისიას ახალი კანონპროექტი, რომელიც უფლებას მისცემს ოპერატიულად გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე რუსეთმა უნდა შეასრულოს ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციური კომისიის ყველა რეკომენდაცია.

მიღებულია ასევე შესწორება იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭო უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკებებზე დამკვირვებლის როლში.

თუმცა რუსეთისგან მაინც არ მოუთხოვიათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმა. გადაიდო ასევე შესწორება იმის შესახებ, რომ "დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ასამბლეის იანვრის შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი, შემდეგ კი ასამბლეას მიეცემა საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების თაობაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100