RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მუხროვანის წინასწარ შეგონებული აღიარება

30.09.2009  |  23:01

4140.jpegმუროვანის მთავარმა მეამბოხემ, ამ საკითხზე აღძრული საქმის მთავარმა ფიგურამ, გია ღვალაძემ გააფორმა პროცესუალური გარიგება გამოძიებასთან. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება, მთავარი ბრალდებული, გენერალი კობა კობალაძე გისოსებს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს 25 წლით. ჩახლართული გამოძიების შესახებ ჩვენს კონრესპონდენტს გაესაუბრა გენერლის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

პროცესუალური გარიგება გამოძიებასთან ბრალდებულთა უმეტესობამ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააფორმა. მაშინ გია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ 34-მა სამხედრო მსახურმა აღიარა დანაშაული. დამცველის ვარაუდით, ადგილი ჰქონდა კულუარებში მოლაპარაკებას. "მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოხდა პროცესუალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გამოძიებასთან თანამშრომლობას",- განმარტა მან. ამასთანავე ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ პრაქტიკაში, ძალიან ხშირად დანაშაულს თავის თავზე სრულიად უდანაშაულო ხალხი იღებს.

თუმცა ამბოხებულთა უმეტესობის აღიარებით ჩვენებების შემდეგ, გამოძიებაში გამოჩნდა მორიგი მოულოდნელი "ზიგზაგი".

პროკურატურის მთავარმა მოწმემ გია ღვალაძემ აღიარა, რომ მან თავად დაწერა ის წერილი, რომელშიც კობა კობალაძის მისამართით გაკეთებულ საკუთარ ბრალდებებს ტყუილი უწოდა. მანამდე გია ღვალაძე უარყოფდა, რომ თავად იყო ამ გზავნილის ავტორი. მან გამოძიებას მოუყვა ადრე, რომ სწორედ კობა კობალაძე იყო აჯანყების ორგანიზატორი.

აღსანიშნავია, რომ კობალაძის წინააღმდეგ ბრალდებების აგებულია მხოლოდ გია ღვალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებზე.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Civil.ge იუწყება, ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა მან ადრევე, რომ წერილი მისი დაწერილი არ იყო, ღვალაძემ განაცხადა: "ჩემი ოჯახი რომ არ დაზარალებულიყო".

ამასთანავე ის ამტკიცებს, რომ მის ოჯახს არავინ ემუქრებოდა.

ერთი სიტყვით, ღვალაძემ ჯერ კობალაძე დაადანაშაულა, შემდეგ დაწერა ანონიმური წერილი, რომ ეს ჩვენებები ცრუ იყო, შემდეგ აღიარა, რომ ანონომური წერილიც ტყუილი იყო.

მოკლედ, ასეთმა აეულობამ სულაც არ შეაწუხა გამოძიება, პროცესუალური გარიგება დადებულია.

როგორც გია ღვალაძის ადვოკატმა მაია ჯულაგიძემ განაცხადა, შეთანხმება, რომელიც გაფორმდა გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ითვალისწინებს მისი კლიენტისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელს.

მანამდე კი გია ღვალაძეს წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის 315-ე მუხლის ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთად.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ კობა კობალაძის ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100