RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საეთერო თანასწორობა

02.10.2009  |  10:59

4149.jpegსაქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის ახალ საშუალებებს ეძებს. მათი ერთი ნაწილი კომპრომისზე წავიდა მთავრობასთან და გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს. რიგი რადიკალები კი, დათმობებს არ ეთანხმებიან. ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, უარი განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.

ხელისუფლების მისამართით, ოპოზიციის ერთ-ერთი ბრალდებაა - ქვეყანასში დემოკრატიის არ არსებობა და როგორც შედეგი, თავისუფალი მასმედიის შევიწროვება.

პოლიტიკური წინააღმდეგობის მიტინგების პიკში საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობასთან გალია-საკნებით ( ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის სიმბოლო -ი.პ) ბარიკადები ააგეს და ჟურნალისტებს რომლებიც მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ, სირცხვილის კორიდორები მოუწყვეს.

ოპოზიციონერები მოითხოვდნენ: მასმედიაზე ზეწოლის შეწყვეტას და ტელეეთერში მოვლენების ობიექტურ გაშუქებას.

შემოდგომისთვის სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა. ტელეკომპანია „იმედი" იდუმალი არაბული კომპანიის RAK Investment Authority (RAKIA) ხელში აღმოჩნდა, რომლის უკანაც ოპოზიციის ვერსიით, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დგანან. ასეა თუ ისე, მისი ეთერიდან ყველა პოლიტიკური შოუ გაქრა და მაყურებლებს გასართობი პროგრამებით უწევთ დაკმაყოფილება. როდესღაც ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი-2", რომელიც „ვარდების რევოლუციის" მაუწყებელი იყო, ახალ „ნაციონალური მოძრაობის" რუპორია.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ადრე მარტივად „პირველი არხი" ერქვა, საბჭოთა კავშირის დროსაც მმართველი პარტიის იდეოლოგიური მოედანი იყო.

ოპოზიციური არხი, სულ ორია. მაგრამ ეს ორი ტელევიზიაც „მაესტრო" და „კავკასია" მხოლოდ თბილისის რადიუსით მაუწყებლობს. რეგიონებს, სადაც როგორც წესი, მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლების მხარდამჭერია, ოპოზიცია ხმას ვერ აწვდენს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, არაერთხელ სთხოვეს შველა უცხოელ დიპლომატებს. მაგრამ ოკეანის გაღმიდან წამოსული ყველა წინადადება, მარტივ ჭეშმარიტებებს შეიცავდა: ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და მასმედიის შევიწროვება დაუშვებელია.

შეკითხვა იმაში მდგომარეობს: როგორ უნდა გამყარდეს დემოკრატიული ისტიტუტები, თუ კი პრაქტიკულად ყველა როდესღაც ოპოზიციური მედია საშუალება, პროსამთავრობო გახდა? ახლა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეფექტურად იმოქმედოს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამ დღეებში ოპოზიციას შესთავაზა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100