RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოსკოვი-თბილისი-ვაშინგტონი: გადატვირთვის გარეშე

02.10.2009  |  12:16

4151.jpegთბილისში მოსკოვსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვას საკმაოდ სკეპტიკურად უდგებიან. ზოგი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ის შეიძლება ჩაიშალოს, საქართველოს მიზეზითაც კი. ამ დღეებში ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუმ ზედმეტად ოპტიმისტური უწოდა რუსეთის მასმედიის რეაქციას ამერიკის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თბილისში კი აქტიურად განიხილავენ ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგების საკითხს და სამომავლო საგარეო პოლიტიკის კურსს.

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება არჩეული კურსიდან - დასავლეთით და ნატოში - გადახვევას არ აპირებს. ოკეანის მიღმა იყურება ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც.

ნეიტრაიტეტს მხარს უჭერს ერთადერთი პოლიტიკოსი - ირინა სარიშვილი. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმების 0,19% დააგროვა.

დღეს, როგორც მაშინ, ის აცხადებს, რომ "საქარველომ უნდა გაატაროს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და არ უნდა იყოს ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს კოლონია - იქნება ეს რუსეთი, თუ ამერიკა".

ნეიტრალიტეტის სხვა მომხრეები საქართველოს ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში არ მოიძებნება.

ლეიბორისტები, რომლებმაც არაერთხელ გააპროტესტეს ქვეყანაში ამერიკის სამხედრო ობიექტის განთავსება, მოუწოდებენ ხალხს, რომ უარი თქვან ნატოში დ ნებისმიერ სხვა სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე.

თუმცა, როგორც ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ ნაკარნახევი პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ლეიბორისტების წინადადებები დაბალანსებული პოლიტიკის პოსტულატებს უფრო გავს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძესაც კი არ გამოუვიდა ეს. "სხვა ქვეყნებისგან ჩვენ იმით განვსხვავებით, რომ ყველა მოვლენის ცენტრში ვართ - საქართველოს არის აზიის და ევროპის კონტინენტების შემაერთებელი რგოლი",- მოძებნა ახსნა ედუარდ შევარდნაძემ.

ერთ-ერთმა მისმა მოსწავლემ, ოპოზიციური პარტიის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, არაერთხელ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობის შესახებ, ისიც თვლის, რომ საქართველოსთვის ჯერ ადრეა ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ფიქრი.

ამ ბოლო დროს გამწვავდა დისკუსიები არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ, არა,ედ ამერიკული ბაზების განლაგების შესაძლებლობაზეც.

მას შემდეგ რაც ჯეიმს კარტრაიტმა განაცხადა რაკეტსაწინააღმდეგებო სისტემების პოლონეთისა და ჩეხეთის ნაცვლად "კავკასიის სიახლოვეს" განთავსების შესახებ, ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ამერიკისთვის ტერიტორიების მისაყიდად. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ამ სისტემებისთვის შესაფერისი ადგილია, რადგანაც ამ ტერიტორიიდან ეფექტურად შეიძლება საშუალო სიმძლავრის რაკეტებისგან თავდაცვა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100