RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი: საიდან იწყება დამოუკიდებლობა

02.10.2009  |  15:43

4156.jpegდღეს აფხაზეთი, დამოუკიდებლობის მე-16 წლისთავს აღნიშნავს. 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგე, რომელიც რიცხობრივად მათ რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს იყო რესპუბლიკის „უფროსი ძმა" - საქართველო. აფხაზეთმა საკუთარი თავისუფლებისთვის ძალიან მაღალი საფასური გადაიხადა: გამოქვეყნებული მონაცემებით, კონფლიქტის მიმდინარეობისას ათასზე მეტი აფხაზი მოკვდა. სწორედ ამ გმირების სახელებს იგონებენ დღეს სოხუმში, გაგრაში და დამოუკიდებელი ქვეყნის სხვა ქალაქებში.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ნაციონალური გვარდია შევიდა აფხაზეთში, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება და საკუთარი ავტონომიური სტატუსი აღადგინა საქართველოს სსრკ-დან გამოსვლის შემდეგ. სამიათასმა ჯარისკაცმა, თავდაცვის მინიტრ თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, რამოდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად მთელი აფხაზეთის ტერიტორია დაიკავეს.

თუმცა, რესპუბლიკის მსუბუქად შეიარაღებული რაზმები, დანებებას არ აპირებდნენ. მოხალისეების სახით მიიღეს რა დახმარება ჩეჩნეთიდან და ადიღეიდან, 31 აგვისტოს აფხაზებმა დაიბრუნეს სოფელი ქვედა ეშერა. სწორედ აქედან დაიწყო აფხაზეთის ჯარების კონტრშეტევა, გამარჯვებისაკენ.

1992 წლის სექტემბრის დასაწყისში წინააღმდეგობამ ქართველებს ქალაქი გაგრა წაართვა, რომლის დროებითი გამგებელი გიორგი ყარყარაშვილი ღიად ემუქრებოდა აფხაზებს გენოციდით. „მე მინდა დავარწმუნო ეს სეპარატისტები, რომ თუ კი საერთო რაოდენობიდან 100 ათასი ქართველი მოკვდება, მაშინ თქვენებიდან 97 ათასივე მოკვდება ( ანუ მთელი აფხაზი ხალხი - რედ), - ამგვარი ტელემიმართვით გამოვიდა ქართველი გენერალი აფხაზების წინაშე.

თუმცა საჭირო ეფექტი ყარყარაშვილის გამოსვლამ, ვერ იქონია. ალაბათ პირიქით, აფხაზები აიძულა კიდევ უფრო გაცხარებით ებრძოლათ. ისინი ყოველ დღიურად ახალ ახალ სტარტეგიულ სიმაღლეებს იკავებდნენ და თანდათანობით აფხაზეთის დედაქალაქს მიუახლოვდნენ. სწორედ სოხუმში მოხდა ისტორიული ბრძოლა, რომელმაც ფაქტიურად განაპირობა, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის სიტყვებით, რესპუბლიკის გათავისუფლება ქართული ჯარებისგან.

1993 წლის სექტემბრის ბრძოლების დროს წინააღმდეგობამ, რომელიც იძულებული იყო ავიაციასა და საქართველოს 12 ათასიან ჯარს გამკლავებოდა, დაიბრუნა სოხუმი. 30 სექტემბრისათვის კი, აფხაზები უკვე მთელი ავტონომიის ტერიტორიას აკონტროლებდნენ.

„ ამ დღეს აღვმართეთ ჩვენ სახელმწიფო დროშა აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ენგურზე",- შეტაკების მონაწილის, აფხაზეთის გმირის გივი აგრბას ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100