RSS
на русском en in english
18.01.2018
არხივი სტატიები
სტატიები

იღბლიანი შვიდიანი აფხაზეთისთვის

05.10.2009  |  09:53

თავად აფხაზეთში სიახლე სიხარულით მიიღეს. როგორც GeorgiaTimes განუცხადა, პრეზიდენტთან არსებული სამთავრობო ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების სამმართველოს უფროსმა კრისტინა ბჟანიამ: რუსულ კოდზე გადასვლას ორი მნიშვნელობა აქვს - პოლიტიკური და ეკონომიკური.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვთავისუფლდებით საქართველოს მიერ თავსმოხვეული კოდისგან და კიდევ უფრო დამოუკიდებელი ქვეყანა ვხდებით".- აღნიშნა მან. დაზუსტებაზე, შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ღირსებად ჩაითვალოს, რუსეთის კოდირებაზე ჩართვა, ბჟანიამ გვიპასუხა:

„ისეთი დიდი და დამოუკიდებელი ქვეყნა როგორიც ყაზახეთია, მისაღებად თვლის თავადაც მეშვიდე ზონაში დარჩეს". საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ მოსკოვმა და ასტანამ დაიტოვეს მემკვიდრეობით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კოდი. ახლა კი, ამ კოდით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც ისარგებლებს. ეკონომიკურ მოგებას ბჟანიამ ის ფაქტი მიაწერა, რომ ამიერიდან აფხაზეთის ოპერატორები არ იქნებიან ქართულ კომპანიებზე და მეზობელი მტრულად განწყობილი ქვეყნის საგადასახადო კანონებზე დამოკიდებულნი. „რუს პარტნიორებთან ჩვენ გამჭვირვალე ურთიერთობები გვიყალიბდება, ხელშეკრულებები უფრო საიმედო და მომგებიანი იქნება", - დარწმუნებულია აფხაზეთის მთავრობის პრეს-მდივანი.

ინტერნეტში დაშვებაც, როგორც ბჟანიამ აღნიშნა, არ იქნება დამოკიდებული საქართველოს მიერ მიწოდებულ ტრაფიკზე.

ამას გარდა, აფხაზეთი 200 ათასიანი მოსახლეობით რუსეთისაგან სატელეფონო კოდებს მიიღებს 20 მილიონ ნომერზე, საქართველოს მიერ უზრუნველყოფილი ერთი მილიონის ნაცვლად.

საქართველო კვლავ კარგავს შემოსავლებს ბიუჯეტიდან, ასევე სპეცსამსახურების მიერ აფხაზური საუბრების მოსმენის საშუალებასაც და ამ ყველაფერთან ერთად ბოლოს ავტორიტეტსაც. მაგრამ როგორც იტყვიან, თავის დაკარგვის შემთხვევაში, თმებს არ მისტირიან.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

1 2 
3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100