RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იღბლიანი შვიდიანი აფხაზეთისთვის

05.10.2009  |  09:53

4161.jpegსატელეფონო ნომრები აფხაზეთში, დღეიდან რუსეთის კოდის მსგავსი იქნება. ამიერიდან ზარები აფხაზეთში თითქმის ყველა ქვეყნიდან, საქართველოს ოპერატორების გვერდის ავლით განხორციელდება. თბილისი პროტესტს გამოხატავს და გაეროში ჩივილით იმუქრება. სოხუმში კი, როგორც GeorgiaTimes-მა გაარკვია სიახლის ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობები ახარებთ.

დღეიდან აფხაზეთი, რუსეთის სატელეფონო კოდებზე გადადის. ეს ფიქსირებულ და მობილურ კავშირსაც ეხება. ახლა უკვე რუსეთიდან იქ დარეკვა: უფრო იაფი, ადვილი და სმენადობის მხრივაც უკეთესი იქნება. მხოლოდ „840"-ის აკრეფა იქნება საჭირო სადენიანი ტელეფონებიდან ან „940" პლიუს ნომერი ძირითადი კონკრეტული ოპერატორისათვის. საზღვარგარეთიდან კოდი +7 უნდა აიკრიფოს.

რუსეთის კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის მემორანდუმი 28 სექტემბერს გაფორმდა. მისი მიხედვით, რესპუბლიკაში საფოსტო კავშირის აწყობაცაა გათვალისწინებული და ცალკე პუნქტადაა გაწერილი რადიოკონტროლის სისტემების ორგანიზაციაში, მოსკოვის ხელსეწყობა.

აფხაზეთში, ახალ კოდზე გადართვას ორი კვირის განმავლობაში აპირებენ. პარალელურად წლის ბოლომდე, ნომრის აკრეფის ქართული ვარიანტიც იმუშავებს - კოდით 995.

საქართველო განრისხებულია, მის სატელეკომუნიკაციო პოზიციებზე მორიგი შეტევის გამო და აპელირებას გაეროში აპირებს.

მანამდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ფიჭური კავშირის რუსი ოპერატორები გამოჩნდენენ. თავიდან მათი მოღვაწეობა დაფარული იყო, მაგრამ შემდეგ მათ აღიარეს, რესპუბლიკაში თავიანთი დასწრების ფაქტი. „მეგაფონის" წარმომადგენელმა ტატიანა ზვერევამ განაცხადა, რომ 2009 წლის მაისში კომპანიამ აფშორის Debton Investment აქციების 100 პროცენტი შეისყიდა, რომელიც თავის მხრივ აფხაზეური „აკვაფონ ჯსმ"-ის 51 პროცენტს ფლობს.

ამის გამო, კომუნიკაციების საქართველოს ნაციონალურმა კომისიამ, „მეგაფონი" 600 ათას დოლარით დააჯარიმა. თანაც, უკვე მესამედ. კომპანიას, საქართველოს „საერთო ადმინისტრაციული კოდექსის" დარღვევაში სდებენ ბრალს.

მაგრამ, თავად „მეგაფონი" წარბსაც არ იხრის და თბილისის განცხადებებს კომენტარსაც არ უკეთებს. სხვათაშორის, ქართული მასმედია დაბნეული აღნიშნავს, რომ შვედურ-ფინური კომპანია „ტელია სონერა" - „მეგაფონის" ერთ-ერთი მთავარი აქციონერიცაა და ქართულ „ჯეოსელსაც" ფლობს. ქართველებმა „სატელეკომუნიკაციო სეპარატიზმის" შესაჩერებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებს ხმა ვერ მიაწვდინეს და სხვაც ვერაფერი მოიმოქმედეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100