RSS
на русском en in english
22.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს მომავალი ზვიადისტებზეა?

06.10.2009  |  09:08

4174.jpegპარტიამ "სამართლიანი საქართველოსთვის" გასულ შაბათ-კვირას ჩაატარა შეკრება. მისი ლიდერი - ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი - კვლავ რუსეთთან დიალოგის აღდგენის წინადადებით გამოვიდა, ასევე ის აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის წარმოების მომხრეა. პარტიის რიგებში ლოთი ქობალიას - ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ფუძემდებლის - გამოჩენამ საზოგადოება შეძრა.

პოლიტიკური დუმილის ფონზე ზემოთ ხსენებული პარტიის შეკრება ორდინალური მოვლენაა. ექს-პრემიერმა უკვე გაახმოვანა საკუთარი პარტიის ძირითადი პრინციპები. შეკრებაზე მან უბრალოდ განმეორებით დაადასტურა ისინი.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ზურაბ ნოღაიდელი კვლავ მომხრეა რუსეთთან დიალოგის განახლებისა, რადგანაც ტვლის, რომ ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შანსია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში ნოღაიდელმა განაცხადა, რომ "რუსეთთან ურთიერთობების დალაგების კონკრეტული წინადადებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება". გამოდის, რომ ის პარტიის შეკრებას გულისხმობდა.

კითხვა "როგორ დავიწყოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა?" საქართველოში ძველებურად რიტორიკულად ჟღერს.

არ გამოუჩენია თავი ნოვაციებს ამ პარტიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამაშიც. თავისი წინადადები ნოღაიდელმა სახალხოს ჯერ კიდევ იანვარში გაახმოვანა.

მაშინ კონფლიქტების დარეგულირების მოდელი ასე იყო წარმოდგენილი: "დავაბრუნოთ არა რესპუბლიკები, არამედ დევნილები".

გასულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა განაცხადა: "ჩვენ სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ომის იდეაზე და ავირჩიოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი".

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობები თითქმის ყველა მეზობელთან გაფუჭებული აქვს. ამ კონტაქტების აღდგენის გარეშე, როგორ შეიძლება რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბარი?

ნოღაიდელის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არაფერს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.

უნდა აღინიშნოს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების იდეას საქართველოს ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. თუმცა როგორ უნდა მიიღწეს ეს რეზულტატი, არავინ იცის.

როგორც ქართველი ექსპერტები თვლიან, მოცემულ მომენტში საზოგადოებაში აღარ არის საპროტესტო მუხტი. ტალიავინის მოხსენების დასკვნამაც კი, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომში პირველმა საქართველომ გაისროლა, ვერ შეცვალა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა.

მოცემულ მომენტში ოპოზიციამ წააგო, დაუსრულებელ მიტინგებზე ხალხის გაყვანა უკვე შეუძლებელია. მკითხაობაღა დაგვრჩენია, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტების ბრძოლის გაგრძელებას. მათ მიერ სამომავლო სტრატეგიების გამოქვეყნების დრო კი გამუდმებით უფრო შორ ვადებზე გადადის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100