RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვირტუოზული დიპლომატია ლუკაშენკოსგან

06.10.2009  |  09:15

4176.jpegოქტომბერი უკვე დადგა და მოვიდა დრო ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეასრულოს პირობა - აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ სექტემბერში ბელორუსიი ლიდერმა განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხს საშემოდგომო სესიაზე განიხილავდა. მაგრამ, დღის წესრიგში სოხუმისა და ცხინვალის საკითხი კვლავ არ დგას. თუმცა, ლუკაშენკომ არაღიარებისათვის უკვე იპოვნა საბაბი - დამნაშავენი ჟურნალისტები არიან.

ბელორუსიას, უკვე დიდი ხნის წინ უნდა ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა მოსკოვმა, კერძოდ კი ცენტრალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ამას ხელი შეუშალეს. დღეს, პრეს-კონფერენციაზე ამ განცხადებით გამოვიდა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

რა დანაშაული მიუძღვის რუსეთის მასმედიას ალექსანდრე ლუკაშენკოს წინაშე? მან ეს ამგვარდ ახსნა: მათ ჩემი „დაშინება" სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორაციის საშუალებებით დაიწყეს. „ანუ ჩვენ არ მივეცით 500 მილიონი და მათ არ სცნეს დამოუკიდებლობა. თითქოს მე, ფულისათვის უნა ვაღიარო ან არ ვაღიარო. მაშინ მე განვაცხადე: „შეჩერდით მეგობრებო, ასე არ მოხდება",- განაცხადა ლუკაშენკომ.

და რა ვუყოთ მის ადრინდელ დაპირებებს? ისინი კვლავ ძალაში რჩება.

ბელორუსიის ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მინსკს არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. „ბელორუსიამ ერთმნიშვნელოვნად დაიკავა რუსეთის პოზიცია და მას ყველა დონეზე დაუჭირა მხარი. მგრამ აღიარება ხომ სერიოზული აქტია. დსთს ყველა რესპუბლიკა, ამ აღიარების კატეგორიული წინააღმდეგია",- განაცხადა ლუკაშენკომ, როგორც სააგენტო რბკ იტყობინება.

ლუკაშენკო, ვირტუოზი პოლიტიკოსების რიცხვს შეგვიძლია მივაწეროთ: მიუხედავ დღევანდელი არც ისე დიპლომატიური განცხადებებისა, ის იმედის ნაპერწკალს მაინც ტოვებს. უბრალოდ მოუწოდებს რუსეთის მხარეს, ნუ დააჩქარებენ მოვლენებს. „საერთოდ, ამ ორი რესპუბლიკის ცნობა - ბელორუსიისათვის მტკივნეული თემაა და დიდი ხანია ეს უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამაში დამნაშავენი, ვფიქრობ გავერკვევით",- დაასკვნა პრეზიდენტმა.

სექტემბერში ტელეკომპნია Lietuvos Rytas-თვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსიის პარლამენტი ოქტომბერში, მაინც განიხილავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხს. თუმცა, ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. მან ზოგადად აღნიშნა: „ჩვენთან ახალი პარლამენტი მუშაობს, ჩემის აზრით ისინი ორ ოქტომბერს დაიწყებენ მუშაობას და მათ გეგმაში აქვთ ამ საკითხის განხილვა",- თქვა პრეზიდენტმა.

ან მას სექტემბერში ეჩვენებოდა, რომ ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, ან კიდევ - ამ ერთი თვის განმავლობაში ლუკაშენკომ კვლავ შეიცვალა პოზიცია. ფაქტი ერთია: ბელორუსიის პარლამენტის სესიის დღის წსრიგში, ხსნებეული რესპუბლიკების აღიარების საკითხი, არ არის შეტანილი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100