RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი როგორც პიარ-ტექნოლოგი

07.10.2009  |  10:31

4187.jpegსაქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, შიდა პოლიტიკაში აქტიურად იყენებს პიარ-ტექნოლოგიებს. ამის შესახებ ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი და პოლიტოლოგი საუბრობს. ამასვე უყნებენ ბრალად მიხეილ სააკაშვილს, მისი პოლიტიკური ოპონენტები.

საქართველოში თვლიან, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა დიდ წილად, წარმატებული პიარის დამსახურებაა. მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავ-2" ერთგვარი რუპორი იყო ამ ადამიანებისათვის, რეგულარულად და საჭირო დროს შუქდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ყველა აქცია და ღონისძიება, ყველა მამხილებელი პრეს-კონფერენცია.

თუმცა, ტყუილუბრალოდ არ აღნიშნავენ პოლიტიკოსები და თავად ჟურნალისტები: მაშინ, შევარდნაძის დროს, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გცილებით უფრო მეტად იყო, მასმედია კი თავისუფალი იყო ნებისმიერი თემატიკის გაშუქებისას და იმ კუთხით, რა კუთხითაც მათი რედაქციები თვლიდნენ საჭიროდ.

თავად „ვარდების რევოლუციაც", რასაც ხაზგასმით აღნიშნავენ ექპერტები და პოლიტიკოსები, პიარისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დახმარებით შედგა. „რუსთავი-2" მაშინ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და დღეღამის განმავლობაში აშუქებდა ყველაფერს, რაც კი დაკავშირებული იყო მომავალ „რევოლუციონერებთან.

სახელიც კი, „ვარდების რევოლუცია" ტელეკომაპნიის ერთერთმა ჟურნალისტმა მოიგონა, შემდეგ კი დანარჩენმა მასმედიამაც აიტაცა.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა აქციასა თუ მოქმედებას თან პროპაგანდა ახლავს. ამგვარი პოლიტიკის ერთერთ ატრიბუტად სპეციალური ტრიბუნა იქცა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლის კვალდაკვალ პრაქტიკულად მთელს ქვეყანაში „დაატარებენ" და ყველგან დგამენ - გზებზე,მინდვრებში, ქალქებისა და სოფლების დარბაზებში.

კრახი განიცადა ოპოზიციის მცდელობამ, სათავისოდ გადაეთამაშებინათ ან გაემეორებინათ ამგვარი პიარი და მასზე აეგოთ თავიანთი პოლიტიკური ბრძოლა.

ბიზნესმენ ბადრი პტარაკაციშვილის მიერ დაარსებული ტელეკომპანია „იმედი", რომელიც პირველ ხანებში „რუსთავი-2"-ის მსგავს ტონალობაში მაუწყებლობდა, შემდგომ კი ოპოზიციის მხარეს გადავიდა, უმოწყალოდ იქნა დარბეული, მას მერე ის დახურეს და მოგვიანებით კვლავ გახსნეს - მაგრამ, უკვე სულ სხვაგვარი „დავარცხნილი, დაუთოვებული და მორჩილი" სახით.

„იმედს" იმის გამოც მოხვდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთის ნაწილზე მაუწყებლობდა. ნაკლებად პოპულარული და ბევრად უფრო ლოკალური ტელეკომპანიებია „მაესტრო" და „კავკასია", რომლებსაც ასევე ავიწროვებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელი არ ახლეს.

ახლა ისნი აგრძელებენ ოპოზიციის „რუპორის" როლში მაუწყებლობას, მაგრამ რათქმაუნდა არა იმ მასშტაბებით, როგორც თავის დროზე „რუსთავი-2" მაუწყებლობდა ან როგორიც შეიძლებოდა გამხდარიყო „იმედი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100