RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრელუდია ეკონომიკური თავისუფლების აქტისთვის

07.10.2009  |  10:33

4188.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს დეპუტატებს, ეგრეთ წოდებული „ეკონომიკური თავისუფლების აქტი" წარუდგინა. ის საუბრობდა თუ როგორ ესახება მას ქვეყნის ეკონომიკა. მდგომარეობა კი, უნდა ითქვას, რომ გასახარი ვერ არის. რამოდენიმე დღის წინ მთავრობამ პარლამენტში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. საშემოსავლო ნაწილი საკმაოდ ჩამოჭრილია, კრიზისის ბრჭყალების გამო.

საქართველოს სტატისტიკური მონაცემები, მთავრობას აწყნარებს. ამა წლის მოერე კვარტალში ეკონომიკის მცირედი ზრდა შეიმჩნევა. შმპ-ს მაჩვენებელმა 4,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა (2,7 ამერიკული დოლარი). ეს 11 პროცენტით მეტია, პირველ კვარტალზე.

თუმცა, შარშანდელი ციფრების ფონზე, ახლანდელი სტაბილიზაცია ფერმკრთალდება - სამთვიანი შმპ 15 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2008 წლის იმავე პერიოდის.

ქვეყნანაში ძვირდება კვების პროდუქტები. ამავ დროულად ფასები ბინებზე, ისევე როგორც „ფუფუნების საგნებზე", თითქმის ორჯერ დაეცა - 42 პეოცენტით, წერს „ბიზნეს საქართველო".

ბანკები ნაკლებად გასცემენ კრედიტებს. ერთი თვის განმავლობაში დაბანდებები 57 მილიონი ლარით შემცირდა და 2009 წლის 1 სექტემბრისათვის 5,3 მილიონი ლარი შეადგინა.

იზრდება უმუშევართა რიცხვი. გრძელდება საწარმოოთა გაკოტრება. კრიზისის უკნასკნელი მსხვერპლი - საქართველოს საზღვაო სანაოსნო, ეკუთვნის გაკოტრებულ ამრიკულ კომპანიას „ისტვუდ".

მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მილიონნახევარი ოჯახია. მართალია, აქედან 200 ათასი ადამიანი იღებს სიღარიბის დახმარებას, ხოლო 900 ათასს უფასო სამედიცინო დაზღვევა აქვს.

ზაფხულში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომების პაკეტი ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ეს დაეხმარათ: სახაზინო მოვალეობების ხარჯზე შეევსოთ ბიუჯეტი, ასევე ცოტათი მაინც გამოეცოცხლებინათ სამშენებლო და საბანკო სექტორები. ასევე სახელმწიფომ მცირედი დახმარება გაუწია ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას. მაგრამ, ყველა პრობლემის გადაწყვეტა, რათქმაუნდა ვერ შეძლეს.

უკვე ნათელია, რომ სახელმწიფოს კვლავაც მოუწევს დანახარჯების შემცირება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, შემოსავლების შემცირების გათვალისწინებით, შეკვეცილია 300 მილიონი ლარით. 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 4,865 მილიონი ლარით.

2010 წლის ბიუჯეტი დეფიციტური იქნება. მასში, ხარჯები 5 მილიარდ 281 მილიონ ლარს შეადგენს. ეს რათქმაუნდა 276 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე შარშან, მაგრამ დაგეგმილ შემოსავლებზე 316 მილიონით მეტია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100