RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოქროს კვერცხების სააკაშვილისგან

08.10.2009  |  10:46

4201.jpegსაქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის პრეზენტაცია, რომელსაც შთამაგონებელი სახელწოდება აქვს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი" შედგა დეპუტატების, ჟურნალისტებისა და დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით. მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიაზე, ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე და ინვსეტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე საუბრობდა. მან მოუწოდა მსმენელებს, მასთან ერთად „დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათმად" გადააქციონ.

საქართველოს პრეზიდენტი, აპირებს მინიმუმამდე დაიყვანოს სახელმწიფოს როლი, ნაციონალურ ეკონომიკაში. ამისათვის მთავრობა შეზღუდავს ქვეყანაში ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექამნას და შეინარჩუნებს იმას რაც უკვე არსებობს.

ეკონომიკური თავისუფლების აქტში მიხეილ სააკაშვილმა სამი თეზისი შემოგვთავაზა: კერძოდ ეკონომიკურ თავისუფლება, სესაძლებლობები და სოციალურ დაცვა.

ეკონომიკას თავისუფლებას - მთავრობა მისცემს, რომელიც მინიმალურად ჩაერევა მოეწარმეების მოღვაწეობაში, დააწესებს დაბალ გადასახადრებს და ასევე საიმედოდ დაიცავს ბიუროკრატიისაგან.

მეწარმეების შესაძლებლობები, ეკონომიკის თავისუფლებით და გამჭვირვალე მმართველობით იქნება უზრუნველყოფილი, ასევ ხელმისაწვდომი განათლებით, კეთილსინდისიერი შრომით და წესების დაცვით თამაშით.

სოციალური დაცვა გარანტირებული იქნება, სახელმწიფო დახმარების სამართლიანი გადანაწილებით მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.

სააკაშვილი თავაზოვს პარლამენტს შეამცირონ საბიუჯეტო ხარჯები, რათა ის არ აღემატებოდეს შმპ-ს 30 პროცენტს. საგარეო ვალი კი, არ უნდა იყოს შმპ-ს 60 პროცენტზე მეტი. ეს მდგომარეობები კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, თვლის სახელმწიფოს ლიდერი.

ეკონომიკური თავისუფლების აქტით, აკრძალული იქნება ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის გაზრდა. გადასახადების ოდენობას კი, საქართველოს ხელისუფლება რეფერენდუმის საფუძველზე განსაზღვრავს. „ფაქტიურად ამ საკითხებს ხალხი გადაწყვეტს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათმად გადავაქციოთ"- განუმარტა სააკაშვილმა, საკუთარი იდეა დეპუტატებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გზა - ეს ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზაა. ჩვენთან ბევრი კომპანიებია, მაგრამ საქართველო ეს ერთი კომპანიაა, რომლის საერთო წარმატებაზეა დამოკიდებული, თანაბარ წილად ყველა კომპანიის წარმატება".- ასე დაასრულა საკუთარი გამოსვლა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტს და მისი ახალი ინიციატივა მქუხარე ტაშით შეაფასა. ოპოზიციონერებმა კი არ მოიწონეს აქტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100