RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია შესაძლოა თბილისის გარეშე დარჩეს

08.10.2009  |  10:50

4203.jpegშემოდგომას ოპოზიცია დაქუცმაცებულ მდგომარეობაში შეხვდა. ბევრი პარტია შეაფიქრიანა მომავალმა, მუნიციპალური მნიშვნელობის მქონე არჩევნებმა. „ალინსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეძლო, არ მალავს, რომ აპირებს მერის პოსტზე ბალატირებას, მაგრამ... ოპოზიცია შესაძლოა ხელცარიელი დარჩეს, მუნიციპალური მმართველობის დარგში. მმართველი უმრავლესობა დავალებებს იძლევა. ნაციონალები აცხადებენ, რომ კარგად არ ესმით, ყველა ქალაქის მერის პირდაპირი არჩევნების იდეა.

შემოდგომას საქართველოს ოპოზიცია დაქუცმაცებულ მდგომარეობაში ხვდება: ერთი ნაწილი ახალი საპროტესტო აქციებით იმუქრება, მეორე ნაწილი კი, მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება.

ეგრეთწოდებული ზომიერი ოპოზიციის პერსპექტივებიც, რომელმაც ფსონი მუნიციპალურ არჩევნებზე დადო, როგორც აღმოჩნდა ფრიად საეჭვოა. ამგვარი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მმართველი უმრავლესობის მიერ ამ დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან.

დასაწყისისთვის შეგახსენებთ: ერთერთი გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის" ჯერ კიდევ სექტემბერის დასაწყისში გამოეყო რადიკალებს. მათ გათვლა 2010 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე გააკეთეს.

უკვე სექტემბრის ბოლოს, ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალსანიამ განაცხადა, რომ აპირებს დედაქალაქის მერის პოსტზე ბალატირებას. ყოფილი ომბუცმენი სოზარ სუბარი, რომელიც უფლებამოსილებების დასრულების შემდეგ, შეუერთდა ოპოზიციუ პარტიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" გადაწყვიტეს საკრებულოს თავკაცაცის პოსტზე წარადგინონ. „ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ გავხდეთ ის პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში მოვიდეს ადგილობრივ არჩევნებზე",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერებს რომლებიც საკუთარ თავს მმოქმედი რეჟიმის ალტერნატივად წარმოაჩენენ, სხვა ამბიციებიც ამოძრავებთ. ბოლოს და ბოლოს, თავად სააკაშვილიც პრეზიდენტობამდე, საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

გუშინ ალასანიამ განაცხადა, რომ თანახმაა თბილისის მერობაზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის პრაიმერიზზე. შეგახსენებთ, ცოტა უფრო ადრე კონსერვატორებმა „პირველადი არჩევნების" ჩატარების და ოპოზიციის ერთიანი ლიდერის დასახელების წინადადება წამოაყენეს. თუმცა, მაშინ ამ იდეამ შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ახლა ალასანია გამოცემა „კვირი პალიტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს:"ჩვენ პრაიმრეიზის ჩატარების იდეას მართებულად ვთვლით და მხარს უჭერთ მას". მან აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება თბილისის მერის არჩევნების მოგება და ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ადგილის დაპატრონება. „ჩვენი ლოზუნგია: გავიმარჯვებთ თბილისში - გავიმარჯვებთ საქართველოში".- განაცხადა ალასანიამ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100