RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არასასურველი ”თავისუფლება”

09.10.2009  |  10:35

4213.jpegამერიკული რადიოსადგური აპირებს მაუწყებლობის დაწყებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სპეცგადაცემების პირველ გამოშვებებს რუსულ ენაზე "რადიო თავისუფლება" ერთ თვეში გაუშვებს. ამასობაში კი არც სოხუმს და არც ცხინვალს არ მიუღია შესაბამისი განაცხადი, თბილისის ნებართვა კი მათ სულაც არ აინტერესებთ.

ყოველდღიური საათობრივი პროგრამა რუსულ ენაზე პირველად ეთერში 2 ნოემბერს უნდა გავიდეს.

როგორც ზვანერსმა,კომპანიის წარმომადგენელმა, განმარტა, ეს იქნება "კლასიკური" პრიგრამა, ანუ იქნება შედგენილი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქებისგან, მშვიდობიანი და მიმართული "მხარეების შერიგებისკენ".

მის მომზადებას აპირებენ რადიოსადგურის ქართული და რუსული რედაქციის წარმომადგნელბი. "ამ სამუშაოში მოწვეულები იქნებიან ჟურნალისტები მთელი რეგიონიდან",- აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ზვანერსმა არ გამორიცხა ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკოვის მიწვევაც. როგორც ცნობილია, ამ ჟურნალისტმა "რადიო თავისუფლებაში" სახელი გაითქვა თავისი სკანდალური რეპორტაჟებით ჩეჩნეთის ომის დროს. ზოგი რუსი სამხედრო და პოლიტიკოსი მას მიკერძოებასა და ბოევიკებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდა.

პრინციპში რადიოსადგურმა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკას ატარებს, საეჭვოა შექმნას ისეთი პროგრამა, რომელიც რეგიონის ყველა მცხოვრების ინტერესებს უპასუხებს. ამერიკელები ხომ არ ცნობენ აფხაზებისა და სამხრეთ ოსების თვითგამორკვევის უფლებას.

ეჭვი "რადიო თავისუფლების" ობიექტურობის თაობაზე გამოთქვა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან პლიევმა.

მან ასევე დასვა კითხვა, თუ როგორ "აპირებენ ობიექტური ჟურნალისტები განიხილონა ემრიკის როლი საქართველოს შეიარაღებაში და ქართული ჯარის მომზადებაში როგორც ომამდე, ისე მის შემდეგ?"

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკის საზღვრებს გარედან გაშვებული მაუწყებლობა არ შეიძლება არ აისახოს ეთერში გასული ნებისმიერი მასალის ხარისხზე.

ის. რომ რედიოკომპანიის მენეჯმენტი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აზრის გათვალისწინებას, მათი პირველივე ნაბიჯებიდან გამოჩნდა. რადიოსადგურმა არ ჩათვალა საჭიროდ ეუწყებინა რესპუბლიკების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის ეთერში გასვლის შესახებ.

როგორც სამხრეთ ოსეთის ინფორმაციი, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა განაცხადა, წარმომადგენლებს არ აუღიათ მაუწყებლობის უფლება და ლიცენზია, "ამიტომაც რადიოსადგურის მუშაობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოცემულ მომენტში შეუძლებელია".

კაბისოვმა აღნიშნა, რომ მისთვის "გაუგებარია, როგორ შეიძლება ისაუბრო მაუწყებლობის დეტალებსა და ვადებზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100