RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გენპროკურორი ზოდელავა კანონსა და ხელისუფლებას შორის

12.10.2009  |  09:35

4222.jpegსაქართველოს ახალი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ოპოზიციონერებს სურთ პოლიტიკურ გამძლეობაზე შეამოწმონ. მას განსახილველად წარუდგენენ გახმაურებულ საქმეს: პოლიციელების მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ. ადრე, საქართველოს სასამართლოებმა გაამართლეს წესრიგის დამცველები და მოკლულის ნათესავებმა უკვე შეიტანეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში. იმის და მიხედვით, თუ როგორ მიუდგება საქმეს ზოდელავა, გაირკვევა ვის მხარეს არის ის: ხელისუფლების თუ კანონის?

გუშინ ქართველმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ახალ პროკურორს წარუდგენს საქმეს: პოლიციელების მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ. ამ თხოვნით პარლამენტარს, მოკლულის მამამ მიმართა.

მათ ერთად ჩაატარეს პრეს-კონფერენცია, რომელზედაც მოკლუილის მამამ იური ვაზაგაშვილმა დაიჩივლა, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა აქმადე არ აიყვანეს საქმე კონტროლზე.

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს, საქართვედლოში ერთ რიგში აყენებენ, ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის სკანდალურ მკვლელობასა და ასევე პოლიციელების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად მოკლული ამირან რობაქიძის საქმესთან. „საქართველოს მართლმსაჯულება ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაკოტრდა. რეალური მართლმსაჯულება ამ საქმეების განხილვისას, არ ყოფილა".- განაცხადა ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

2006 წლის 2 მაისს „დინამოს" კორტებთან პოლიციელებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჩაუსაფრდნენ BMW ტიპის ავტომანქანას. სროლის დროს მქანქანაში მჯდომი სამი ადამიანიდან, ორი მოკლული იქნა - ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი. კიდევ ერთი ადამიანი ბუბა ბუტურიძე დაიჭრა.

მსუბუქი დაზიანება მიიღო კრიმინალური პოლიციის ერთერთმა თანამშრომელმა და ასევე დაზიანდა პოლიციის მანქანა.

ოპერატიული მუშაკების მონაცემებით, ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი თანამზრახველები, ყაჩაღურ თავდასხმას ამზადებდნენ თბილისში ერთერთ ოჯახზე. ეჭვმიტანილების მანქანიდან ამოღებული იქნა ოთხი პისტოლეტი. გამოძიების მოანცემებით, იქვე ნაპოვნი იყო ორი რადიო გადამცემი და ნიღბები.

თუმცა, მოკლულების ნათესავებმა და ახლობლებმა უარყოვეს ეს ვერსია და საქმის გულდასმით გამოძიება მოითხოვეს.

ლიკვიდაციის ადგილზე, შემთხვევით აღმოჩნდნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მათი მონაცემებით, პოლიცელები ჩასაფრებულები იყვნენ და პირველებმა გახსნეს ცეცხლი. შემდგომ, გამომძიებლებმა იგნორირება გაუკეთეს მოწმეების ამ ჩვენებას, ახდენდნენ მათზე ზეწოლა, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ჩვენებების მიცემაზე. ანადგურებდნენ მტკიცებულებებს და აფერხებდნენ ადვოკატების მუშაობას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100