RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საზღვარგარეთზე დამყარებული ქართული იმედები

12.10.2009  |  09:44

ქართულ ოპოზიციაში, რომელიც არ აპირებს ხელისუფლების შეცვლის იდეაზე უარის თქმას, კვლავ ისმის ერთ ფრონტზე დგომისკენ მოწოდებები. ქრონიკული მოულაპარაკებლობის დაძლევას ამბიციური პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ. ასე რომ ჯერჯერობით ისინი მოლაპარაკებებს ატარებენ ევროპასთან და დასავლეთთან რეჟიმთან ბრძოლაში დახმარების მიღების იმედით.

ნინო ბურჯანაძემ მიმართა ქვეყნის ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისა და დემოკრატიული ფრონტის შენების მოწოდებით. განცხადება მან სეპციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, ამ ფრონტის მთავარი იდეა იქნება საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან გათავისუფლება, ბრძოლის მეთოდიკა კი სხვადასხვა შეიძლება იყოს.

ჯერჯერობით ერთ ფრონტზე ყოფნის მსურველები არ გამოჩენილან. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მაინც მარტო ყოფნას ამჯობინებენ.

ანტისააკაშვილის ლოზუნგების მთავარი ავტორები - ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ალომე ზურაბშვილი და კიდევ ათეულობით ოპოზიციური ლიდერი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან - მომხრეები არან თუ მოწინააღმდეგეები.

ერთ ფრონტზე ოპოზიციონერები ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთის სიმპათიების მოპოვების მცდელობისას გამოდიან. ქართველი ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ თეთრი სახლისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერაზე არის საქართველოს პოლიტიკური ბედი დამოკიდებული.

თავად ოპოზიციონერებიც აცხადებენ ახლა, რომ აპირებენ ძალების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.

დღეს შედგა შეხვედრა ევროსაბჭოს პოლიტიკური საქმიანობის დირექტორს ჟან-ლუი ლორანსა და ქართველ რადიკალებს შორის.

ლორანს სთხოვეს პოლიტპატიმრების გარშემო შექმნილ სიტუაციაში გარკვევა. ქართული ხელისუფლების ვერსიით, ქვეყანაში ასეთია ადამიანები არ არსებობს.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ გაზაფხულის აქციების შემდეგ გისოსებს მიღმა ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი აღმოჩნდა.

"ბუნებრივია ჩვენ დავაყენეთ იმ პოლიტპატმრების საკითხი, რომლებიც აპრილში დაწყებულ აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის დააკავეს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ევროსაბჭოს წარმომადგენელს სთხოვეს ამ საქმეების "მონიტორინგით დაკავება".

კონსერვატორმა კახა კუკავამ თბილისის რადიო "თავისუფლების" ეთერში აღნიშნა: "ის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები, ჯერჯერობით პირდაპირ არ არის ევროსტრუქტურების მიერ აღიარებული. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტი არის ყველა საქმის ინდივიდუალური გამოძიება. თუკი ეს პროცესი დაიწყება, ევროსაბჭო აუცილებლად მიანიჭებს მათ პოლიტპატიმრების სტატუსს".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100