RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული ენა ქართული სახელმძღვანელოებით

12.10.2009  |  09:48

4224.jpegმრავალეროვან საქართველოში თანდათან ამცირებენ არაქართულენოვანი სკოლების რიცხვს. ეს გათვალისწინებულია განათლების სფეროს რეფორმებით, რაც ჯერ კიდევ ალექსანდრე ლომაიას მინისტრობის დროს დაიწყო. რუსებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს სთავაზობენ საზოგადოებაში ინტეგრირებას ქართული სახელმძღვანელოების გამოყენების გზით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია მათი მშობლიური ენის შესწავლაზე.

საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ ჩაატარეს ექსპერიმენტი თბილისისა და ქვეყნის რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში. შეტანილი იყო ისტორიის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის სწავლება ქართილ ენაზე და ქართული პროგრამებით.

ექსპერიმენტი ჩათვალეს წარმატებულად. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ საგნებში გამოცემული სახელმძღვანელოები მართლაც კარგად იყო შედგენილი და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის.

ახლა არაქართულ სექტორში ამ საგნებს ასწავლიან რუსულადაც და ქართულადაც. ენის არჩევა თავად მოსწავლეს შეუძლია და უმეტესობა სახელმწიფო ენას ირჩევს.

პრობლემა ის არის, ახლა გამოჩნდა დახმარებები, რომელთა ხარისხიც არც თუ ისე სახარბიელოა.

ამას გარდა, განათლების სამინისტრო აპირებს რუსულენოვანი სექტორის გადაყვანას ქართველის ავტორების სახელმძღვანელოებზე, მათ შორის, რუსული ენისაც კი.

"რუსულენოვანი სახელმძღვანელოები საქართველოს პატარა მოქალაქეების გონებას წამლავს. ბევრ მათგანში ხომ დაბეჭდილია მოსკოვის მერის ლუჟკოვის მისასალმებელი სიტყვები, ჩვენ კი ყველამ ვიცით, რა პიროვნებაც არის ის",- აცხადებდა ჩვენს კორესპონდენტთან პირადი საუბრის დროს ერთ-ერთი პედაგოგი.

ამ სკოლაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩამოიარეს კლასები და ამოხიეს წიგნებიდან ის გვერდები, სადაც ლუჟკოვის მიმართვა იყო.

მთლიანობაშიც, რუსეთში გამოცემული სახელმძღვანელოები იწვევს ჩინოვნიკების გაღიზიანებას. შედეგად, ზოგიერთი პირველკლასელი უკვე იძულებულია რუსული ქართველების მიერ შედგენილი წიგნებთ ისწავლოს.

ასეთი სწავლების ხარისხის მოწმე შეიძლება ასეთი მაგალითი გამოდგეს: მე-7 კლასის რუსული ენის სახელმძღვანელოში ყოველი გაკვეთილი იყოფა განყოფილებებად: «Письмо» და «Говорение»!!!

კიდევ ერთი ფაქტი ქართული სექტორის ერთ-ერთი რუსულის მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ სიტყვები «мячь», «лучь» და «карандашь» სწორედ ასე იწერება, ხოლო იმ მოსწავლეს ვინც ამ სიტყვებს დაწერს «ь»-ს გარეშე ორიანებს უწერს.

სხვა სკოლის პედაგოგმა კი შეასწორა რუსული ენის კარნახი და ვერ შეამჩნია უამრავი შეცდომა, მოსწავლეს კი დაუწერა 10 და ბოლოში წასახალისებლად მიაწერა «Умник».

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100