RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უსახლკაროები ცხინვალიდან

12.10.2009  |  15:04

4230.jpegსამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს არ სურთ მეორე ზამთრის გატარება ვაგონებსა და კარვებში იმის გამო, რომ ხელისუფლება მათთვის სახლების მიცემას არ ჩქაროვს, ამის შესახევ რესპუბლიკის საზოგადო მოღვაწეებმა განაცხადეს რუსეთის დედაქალაქში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ცხინვალი ამ პანიკას პრეზიდენტის ოპონენტების მიერ დაგეგმილად მიიჩნევს და ამიტომაც დაგეგმა თავისი აქცია - ედუარდ კოკოითის მხარდასაჭერი.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას საშუალება აქვს, მაგრამ მაინც არ აძლევს საცხოვრებელს გასული წლის აგვისტოში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ამის შესახევ განაცხადეს ცხინვალის მაცხოვებლებმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

საზოგადო აქტივისტის ინარა გაბარაევას თქმით, რესპუბლიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსეთი თანხებს არ რიცხავს და სწორედ ამიტომ მიიწევს წინ აღდგენის პროცესი კუს ნაბიჯებით.

ცხინვალელების აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ოსი ჩინოვნიკები მათ პირდებიან 80 კვ.მ. ფართობის სახლების გადაცემას ანონსირებული 125-ის ნაცვლად.

"ჩვენ არ გვინახავს არანაირი დოკუმენტი, რომელის სამშენებლო ნორმების ცვლილების რეგლამენტირებას ახდენდა. ამიტომაც გავაგზავნეთ მოთხოვნები რეგიონაური განვითარების სამინისტროში",- აცხადებდა ადვოკატი ანდრეი სტოლბუნოვი.

როგორც პრეს-კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ძასოხოვმა აღნიშნა, ხელისუფლება ფარავს, თუ სად წავა მოსკოვიდან ჩამოსული დიდ სახლებზე გათვალისიწნებული თანხის ნარჩენები. მისი თქმით, იმ 800 შენობიდან, რომლებიც უნდა აშენდეს, ახლა მხოლოდ 108 არის მშენებლობის პროცესში.

"შესაძლებელია, რომ დეკემბრისთვის სახლების ნაწილი აშენდეს, მაგრამ ეს იქნება ცარიელი გადახურული ყუთები, კომუნიკაციის, გათბობის და სარდაფების გარეშე",- აღნიშნა ინარა გაბარაევამ.

ამასთანავე თითქმის დასრულებული მოსკოვის მიკრორაიონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქის მერის იური ლუჟკოვის ინიციატივით შენდება, ცარიელდება.

გაბარაევას იმედი აქვს, რომ ყველა ამ საკითხით მოსკოვიც დაინტერესდება. ის ელის პასუხებს ოფიციალურ კითხვებზე, რომლებიც რუსულ უწყებებს დაახლოებით ერთი თვის წინ გაუგზავნეს.

გასული კვირის ბოლოს უსახლკაროდ დარჩენილმა ოსებმა ცხინვალში მიტინგი გამართეს.

აქცია მიძღვნილი იყო რეგიონში რუსეთის რეგიონების სამინისტროს უწყებათშორისი კომისიის ჩამოსვლას. კომისიის თავმჯდომარემ რომან პანოვმა შენიშნა პოზიტიური ცვლილებები რესპუბლიკის აღდგენის საქმეში.

"მიმდინარეობს გზებისა და საცხოვებლების მშენებლობა,- თქვა მან.- ჩვენს ელექტრენერგეტიკის უმსხვილესი პროგრამა, რომელიც შესრულებული იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ასევე გვაქვს კარგი პროგრამები საცხოვრებლების, განათლების და ჯანდაცვის სფეროში. ეს ყველაფერი გარკვეულ იმედებს გვისახავს".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100