RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოზე განხორციელებული ახალი ტერორი

12.10.2009  |  23:14

4236.jpegსაქართველო, კვლავ დაუნდობელი აგრესიის მსხვერპლია. სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა, გორის რაიონის სოფლების მაცხოვრებლები, დახმარებას ითხოვენ. საერთაშორისო საზოგადოება ჯერჯერობით უძლურია. მათ, ხელთ არ აქვთ დამპყრობელთან ბრძოლის საშუალებები. საზღვრისპირა ტერიტორიებს გაურკვეველი წარმოშობის მატლები უტევენ. ქართული მასმედია კი, ბაქტერიოლოგიურ შეტევაზე საუბრობს.

აქამდე უცნობი მცოცავები სახლებში აღწევენ. პროდუქტების მარაგი ისე ქრება - თითქოს არც კი ყოფილა. მატლები საშინელ სუნს აფრქვევენ. მრავალტანჯული გორის რაიონის მცხოვრებლები, პანიკაში არიან. საიდუმლოებით მოცული მატლები ადამიანებს არ ერჩიან. მაგარმ, ეს მხოლოდ ჯერჯერობით. დედამიწაზე მცხოვრები ყველა რსებისაგან განსხვავებით - ამოუცნობი არსებები ცეცხლში არ იწვიან. თანაც ყველასათვის უცნობია საიდან გაჩნდნენ ისინი შიდა-ქართლში.

მშვენიერი სცენარია საშინელებათა ფილმისთვის? ამერიკელები ამ ჟანრს Natural horror films უწოდებენ და ჰოლივუდში, მათზე როგორ წესი დიდი მოთხოვნილებაა. ამჯერად, ოსკარების დაჯილდოებაზე პრემიის მფლობელები საკეთესო სცენარის თანაავტორობისათვის, შესაძლოა ქართველი ჟურნალისტები გახდნენ.

თუმცა, საგაზეთო ბელეტრისტებს, ალბათ რაიმე სხვა პრემია ეკუთვნით. ვინაიდან შეტყობინება, ქართულ რეგიონებზე საიდუმლოებით მოცული არსებების თავდასხმის შესახებ, პირველ აპრილს არ გამოქვეყნებულა. ეს აბსოლუტური სიმართლეა და უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ამის შესახებ წერს ქართული მასმედია.

დამაგვირგვინებელ აკორდად ამ სტივენ კინგისეულ (სტივენ კინგი - აშშ-ში „ტრილერის" ჟანრის ფუძემდებელი) ისტორიაში, იქცა შეტყობინება ერთერთ გამოცემაში:"გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არის რუსი ოკუპანტების ( ახლა ასე უწოდებენ საქართველოში ჩრდილოელ მეზობელს) მიერ დატოვებული ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც ბაქტერიოლოგიური ტერორისათვის იყენებენ".

როგორც იტყვიან - უკომენტაროდ. მახსენდება რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის სიტყვები, რომელმაც 2006 წელს ცხელ გულზე თქვა: „საერთოდ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მხრიდან ჩვენ მხოლოდ გაუთავებელ ისტერიას და პროვოკაციებს ვხედავთ რუსეთის მისამართით. რაც კი ცუდი ხდება საქართველოში - ეს რუსეთის ბრალია. თოვლის მოდის - რუსეთია დამნაშავე, ცივი ქარია - ესეც რუსეთის გამო ხდება. ყველაფერი ცუდი - ეს რუსეთია".

აღარ ვიცი რა უნდა ითქვას თოვლის შესახებ. მაგრამ, უკანსკნელ პერიოდში იმდენი უბედურება დაატყდა პატარა საქართველოს - ხან წყალდიდობა, ხან მიწისძვრა, ხან ქარიშხალი. გამოდის, რომ რუსეთის შესაძლებლობები უბრალოდ უსაზრვროა, ზეცასთან მოლაპარაკებების წარმოების დარგში.

შეთქმულია თუ არა რუსეთის ხელისუფლება ვოლანდთან? შეუძლებელია გავარკვიოთ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100