RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს შეხედულება სომხეთ-თურქეთის დაახლოებაზე

13.10.2009  |  00:36

4237.jpegსაქართველო ცდილობს შეაფსოს შესაძლო შედეგები, რაც მოჰყვება თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ორმხრივი ოქმების ხელოწერამ ციურიხში, ქართველ ექსპერტებს ახალი იმედები ჩაუსახა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, კი სწორედ ამან გახადა უფრო რეალური სომხურ-თურქული საზღვრის გახსნა, რაც უდაოდ გამოიწვევს საქართველოში ეკონომიკურ დანაკარგებს და მისი როლის შემცირებას სამხრეთ კავკასიაში.

შაბათს, სომხეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილმა ციურიხის ოქმებმა, კვლავ დასაფიქრებელი გახადეს, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი და მნიშვნელობა.

ჯერჯერობით, ინარჩუნებს რა მეგობრულ ურთიერთიბებს ორივე ქვეყანასთან ცალცალკე, თბილისს ეკონომიკურ მოგება აქვს. ვაჭრობა მეზობლად მდებარე სომხეთსა და თურქეთს შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება, თანაც სომხური ტვირთისთვის სატრანზიტო გადასახადი ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე აზერბაიჯანულისთვის. საქართველოს გავლით. ასევე, შენდება აზერბაიჯანიდან, თურქეთში მიმავალი ახალი სარკინიგზო ხაზი, სომხეთის გვერდის ავლით.

როგორც კი გაიხსნება თურქულ-სომხური საზღვარი, თბილისი ეკონომიკური უპირატესობების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს. კიდევ უფრო მეტიც, ქვეყანა აღარ იქნება საინტერესო აშშ-სათვის, ფიქრობს კავკასიის საკითხების ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე.

„თურქულ-სომხური ურთიერთობების დათბობა - ამერიკული პროექტია, რაც საქართველოს სომხეთით შეცვლას ითვალისწინებს".- განაცხადა მან.

არეშიძის თქმით, აგვისტოს ომის მერე საქართველო არასტაბილურ ქვეყანად ითვლება. აშშ-მ საკუთარი ყურადღება სომხეთზე გადაიტანა, მათ სურთ მისი რუსეთის გავლენიდან გამოყვანა.

ტალიავინის მისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველი დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, თუნდაც პროვოკაციას აყოლილი, დაეხმარება ვაშინგტონს ზურგი შეაქციოს საქართველოს, - თვლის შვეიცარული გამოცემა International Relations and Security Network (ISN). მკვლევარების დასკვნით, აღნიშნულია სტატიაში „დამატებითი საბაბი იქნება, საქართველოს გაცილებით უფრო მოკრძალებული (და მისთვის შესაფერისი) ადგილი მიუჩინონ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, ჩამოხსნიან რა მას იმ კვარცხლბეკიდან, რომელიც მას ადრე ეჭირა".

პოლიტიკური თვალსაზრისით, სომხურ-თურქული ოქმების ხელმოწერის შემდეგ კავკასიაში თურქეთის გავლენა ძლიერდება, რომლის ზურგს უკანაც ვაშინგტონის დაინტერესებული პირები დგანან. ერთის მხრივ, თბილისი და ანკარა არ არიან ერთმანეთის მტრები ან კონკურენტები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100