RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კრასნოდარში გაარკვიეს, თუ რა სურთ ქართველებსა და რუსებს

13.10.2009  |  10:07

4242.jpegგასულ შაბათ-კვირას კრასნოდარში შედგა პირველი საერთაშორისო ფორუმი "რუსეთ-საქართველო: რა სურს ხალხს?". საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ეძებდნენ ამ კითხვაზე პასუხს. პასუხი კი გასაოცრად მარტივი აღმოშნდა: ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა სურს. ჩვენმა კორესპონდენტმა გააკეთა რეპორტაჟი ფორუმიდან.

მყუდრო სასტუმროში "პირამიდა" ფორუმის სტუმრებს სტუმართმოყვარეობის ყველა კანონის დაცვით დახვდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ქართული თუ რუსული, რაც მთავარია გამეფებული იყო მეგობრობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო. ვიღაც ქართულად საუბრობდა, ვიღაც - რუსულად, ვიღაც ენების ცუდად ცოდნის კომპენსაციას მიმიკებითა და ჟესტებით ახდენდა. მაგრამ ყველას ძალიან კარგად ესმოდა ერთმანეთის ყოველგვარი თარჯიმნების გარეშე.

ასეთი ერთსულოვნება პოლიტიკაშიც რომ ყოფილიყო, ჩვენს ხალხს პრობლემები აღარ ექნებოდათ. თუმცა ამ ბოლო წლებში იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ფორუმის ორგანიზატორებმა სწორედ იმიტომ შეკრიბეს ერთ დარბაზში ქართველები, რუსები, აფხაზები და ოსები, რომ გაეგოთ - რა სურთ ამ ერებს? დარბაზში ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

როგორც ცნობილია, რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია. რუსეთის სატრატეგიული მოდელირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი ტროფუმჩუკმა, რომელიც იყო ღონისძიების წამყვანი, მისცა საჭირო ტონი კრასნოდარსკის ფორუმს: "პოლიტიკური ელიტების დაპირისპირებამ არ უნდა იქონიოს გავლენა ერების ურთიერთობაზე".

რუსული და ქართული ხალხის გაერთიანების ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა აღნიშნა, რომ ქართულმა დიასპორამ რუსეთში პირველ რიგში მოთხოვნები უნდა წაუყენოს ქართულ ხელისუფლებას, რადგანაც სწორედ მის გამო აღმოჩნდნენ ქართველები ასეთ მდგომარეობაში.

ქართველი ხალხის საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ კვლავ განაცხადა, რომ აპირებს საქართველოს პრეზიდენტობაზე კენჭისყრას. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს არა მხოლოდ დევნილებს, არამედ აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ქართულ დიასპორას არ აქვს პოლიტიკისგან განდგომის უფლება.

ქართული საზოგადოებას "ივერიის" ხელმძღვანელის და ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მინდია გულუას აზრით, აუცილებელია ბალანსის დაცვა და დაუშვებელია მხოლოდ პოლიტიკაზე გადართვა. დასაწყისისთვი უნდა აღდგეს კულტურული კავშირები ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის, მისი ჩანაფიქრით, მომდევნო ფორუმის ჩატარება კარგი იქნებოდა საქართველოშო - ქალაქ გორში.

მოხერხდება კი ეს? რთული სათქმელია. კრასნოდარსკის ფორუმზე საქართველოდან მხოლოდ სამ კაციანი დელეგაცია ჩავიდა. იქ ჩასვლა არ იკადრეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ფორუმამდე ცოტა ხნით ადრე ქართულ ტელეარხებზე გავრცელდა სიუჟეტი, სადაც მინდია გულუას უწოდეს "სპირის მეფე" და როგორც პაატა ბურჭულაძე "გამყიდველთა" რიგებში ჩაწერეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100