RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოსი „ოპოზიციონერის“ გამოაშკარავება

14.10.2009  |  10:13

4252.jpegცხინვალის ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი გასცა ოპოზიციას, რომელიც გასულ კვირას მოსკოვში განიხილავდა ედუარდ კოკოითის, შესაძლო შემცვლელების კანდიდატურებს. რუსეთში, სამხრეთ ოსეთის ელჩმა დიმიტრი მედოევმა და გაზსადენის მშენებლობის უფროსმა ანატოლი ტანდელოვმა ჟურნალისტებს მოუთხრეს, თუ როგორ ათეთრებს ფულს გაზსადენის „ძუარიკაუ - ცხინვალის" მშენებლობაზე, ოპოზიციური მოძრაობის თავკაცი ალბერტ ჯუსოევი.

დიმიტრი მედოევმა თავიდანვე განუმარტა საქმე ჩაუხედავ ადამიანებს, რომ ჩრდილო ოსეთიდან მომავალ გაზსადენს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ხომ სამხრეთ ოსეთს, საქართველოსგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობით უზრუნველყოფს.

ელჩმა შეხსენება გააკეთა იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულმა მხარემ გაზი გამოურთო სამხრეთ ოსეთს. „ჩვენ მთელი ზამთრის განმავლობაში არ შეგვეძლო სკოლების, საავადმყოფოების და შენობების გათბობა. მხოლოდ ზამთრის დასრულების შემდეგ და რუსეთის ძალიხმევით, ოსეთის მხარისა და საერთაშორისო ორეგანიზაციების ზეწოლით, საქართველომ კვლავ გამოუშვა გაზი".

ამ ზამთარს რესპუბლიკის მოსახლეობა სითბოში იქნება, პირობა დადო ელჩმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაზპრომი" მშენებლობას გრაფიკის მიხედვით აფინანსებდა.

თავად გაზსადენი, რომლის ტექნიკური მდგომარეობის მიმართ ჟურნალისტებს ზოგჯერ უჩნდებათ კითხვები, თავისებურად უნიკალურია. „წარმოიდგინეთ გაზსადენი 3000 მეტრის სიმაღლეზე, კლდეების 70 გრადუსიანი დაქანებისას, მხოლოდ გაზსადენის ტრასაზე 16 გვირაბია და დაკიდებული ხიდები. როდესაც ჩვენთან ჩამოვიდა იაპონიის ტელევიზია, ისინი უბრალოდ აღფრთოვანებულები იყვნენ".- მოგვითხრო მშენებლობის უფროსმა ანატოლი ტანდელოვმა.

მან აღნიშნა, რომ პროექტის რელიზებაში მონაწილეობდნენ 30-ზე მეტი სუბსანარდო ორგანიზაცია და თავიდან არანაირ პრობლემას არ იქმნებოდა. მაგრამ... „უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ჩვენ ვეღარ ვიღებთ ხელფასს - ჩვენ სამუშაოს პრაქტიკულად საკუთარ ხარჯზე ვასრულებდით. ჩვენ მშენებლობის შეჩერება გვინდოდა, მაგრამ, გვესმოდა მისი მნიშვნელობა, ვაგრძელებდით მუშაობას იმ იმედით, რომ ყველაფერი გამოსწორდება",- განაცხადა ანატოლი ტანდელოვმა.

მშენებლობის უფროსმა და სხვა სუბმენარდეებმა შეფერხებებში „სტროიპროგრესის" თავკაცი ალბერტ ჯუსოევი დაადანაშაულეს. როგორც ტანდელოვი ამბობს, ის არ მოდის მშენებლობაზე და არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. ამის მაგივრად ის, მოსკოვში, პარასკევს შემდგარი ღონისძიების მაგვარ, სხვადასხვა პოლიტიკურ ფორუმებს ატარებს და რესპუბლიკის ხელისუფლებას თავსალფს ასახამს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100