RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო შემოვლით გზებს ეძებს ნატოში მოსახვედრად

14.10.2009  |  10:18

4254.jpegსაქართველოს ხელისუფლება ილტვის ჩრდილოატლანტიკური ბლოკისკენ. ამისათვის ის რეფორმებს და გადაიარაღებას ატარებს ნატოსთან დაახლოების ნაციონალური პროგრამის ჩარჩოებში, რომლსაც, ქართველი ჩინოვნიკების განცხადებების მიხედვით, შეუძლია შეცვალოს წევრობისათვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა. ნუთუ, თბილისისათვის ესოდენ სასურველი და მოსკოვისათვის მეტად უსიამოვნო მომენტი ახლოსაა? GeorgiaTimes-ი ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტს სერგეი მიხეევს ესაუბრა.

„ნატოს დღეებმა" თავგზა აუბნია ქართველებს. გაზეთებმა აიტაცეს სტუმრის, კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ალიანსის სპეცწარმომადგენლის რობერტ სიმონსის საამებელი სიტყვები. ახალგაზრდები ბუშტებს ისროდნენ თურქეთის მხარეს, მიესალმებოდნენ რა ჩრდილოატლანტიკურ „ორდენში" უკვე გაწევრიანებულ მეზობელს. ჩინოვნიკები კი ირწმუნებოდნენ, რომ სასურველი მიზანი ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს.

სიმონსი ამოწმებდა, თუ რამდენად ხარისხიანად ასრულებს საქართველო, ნატოსთან დაახლოების ნაციონალურ პროგრამას. ეს სამთავრობო პროექტი, ერთგვარი შემცვლელი გახდა წევრობისათვის საჭირო სამოქმედო გემგმის, რომელზეც უარი უთხრეს უკრაინასა და საქართველოს, 2008 წლის ნატოს დეკემბრის სამიტზე.

რევიზორი კმაყოფილი დარჩა, თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი არ უთქვამს. როგორც აღნიშნა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში ქართველმა ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა, სიმონსმა წარმოთქვა „მეგობრული სიტყვები, რომ ნატო მისეალმება უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებას, ალიანსში ინტეგრაციისაკენ".

"მაგრამ, როდის იქნება ეს, კონკრეტულად არავინ ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ კი, საკითხი უფრო გართულდა. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის განწყობას, უნდა ითქვას, რომ გარკვეული იმედგაცრუება უკვე არსებობს. რათქმაუნდა არავის არ სურს, რომ დაძაბულობა იყოს. პირიქით, საჭიროა პოლიტიკურად დარეგულირდეს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები, იმიტომ რომ, კიდევ ერთი ომის დაშვება არაფრით არ შეიძლება",- გამოთქვა ექსპერტმა „ხალხის" აზრი.

მაგრამ, შეუძლებელია ვერ შევნიშნოთ, რომ ხელისუფლება ამ აზრს აფსოლუტურ იგნორირებას უკეთებს. ისინი, განაგრძობენ ნატოსკენ ლტოლვას, რაც რუსეთი განრისხებას იწვევს და ხალხის მდგომარეობის გაუარესებს.

უფრო მეტიც, სიმონსის ვიზიტის შედეგების მიხედვით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო, შესაძლოა მიიღონ ალიანსში „სამოქმედო გემგმის მინიჭების გარეშეც". მისი სიტყვებით, „კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს და თუ კი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ დაიწყება საქართველოს წევრობის საკითხის განხილვა, სამოქმედო გეგმის მინიჭების გარეშე".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100