RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის დავიწყება

15.10.2009  |  09:34

4268.jpegოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან, საბჭოთაკავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შთააგონებენ, რომ მათ უნდა დაივიწყონ რუსეთი, თუ კი სურთ „დემოკრატიული" მომავლი. მათი ნაწილი ასეც მოიქცა, მაგრამ დანაპირები „უპირატესობები", რეალურად ფრიად საეჭვო აღმოჩნდა. განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. თუმცა, საქართველოს სხვების მაგალითი სულაც არ აფიქრებს. მას კვლავ უჭირავს ჩრდილოეთის ზესახელმწიფოს დავიწყების კურსი, დიდი ობიექტების მიერ პატარათა მიზიდულობის კანონის საწინააღმდეგოდ.

საქართველოს სურვილის შესახებ დაივიწყოს რუსეთი, გრიგოლ ვაშაძაემ ლონდონში განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინიტროს ხელმძღვანელმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, ერთერთი მისი წინამორბედის მიერ ნათქვამი ფრაზა.

უკვე ოპოზიციაში გადასულმა სალომე ზურაბიშვილმა, 2006 წელს ფრანგულ გამოცემა L'Express განუმარტა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს გზა მომავალში ( მეტაფორამ გაოყენება მის მიერ დაარსებული პარტიის სახელწოდებაში ჰპოვა).

„მათ უმეტესობს (დეპუტატების - რედ.) სურს ტიპიური სქემით შეინარჩუნოს რუსეთთან ურთიერთობები, დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სქემით, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესები. ამ ურთიერთობების გაჯანსაღება გარკვეული დაშორებით უნდა მოხდეს, მე ყოველთვის ვსაუბრობ იმაზე, რომ „საჭიროა რუსეთის დავიწყება". დღესდღეობით კი ყველაფერი პირიქით ხდება, მასზეა მთელი ყურადრება მიპყრობილი",- განაცხადა მან.

იმისთვის რომ, განათლებით დიპლომატ ფრანგ ქართველს ზედმეტად მკაცრი ფრაზა შეერბილებინა, დასძინა:"მე არ მინდა რუსეთის მუდმივად დისტანციაზე ყოლა. მას აქვს ამ რეგიონში საკუთარი როლი, საკუთარი ინტერესები, მაგრამ არ შეიძლება ის ყველაფერში ერეოდეს!".

„რუსეთის დავიწყებას" დასავლელი პოლიტტექნოლოგები არა მარტო საქართველოს ურჩევდნენ.

„დემოკრატიული ბრძოლის პირველი წესი გახლავთ „დაივიწყეთ რუსეთი". მას უკვე არანაირად აღარ შეუძლია ნაციების ბედზე გავლენის მოხდენა. ამავდროულად რუსეთის რეაქციაზე ფიქრი, დემოკრატიული მოძრაობის ნეგატიური ფაქტორი გახლავთ",- დაჟინებით ურჩევდა 2004 წელს ბელორუს ოპოზიციონერებს, გარდამავალი დემოკრატიების პროექტის დირექტორი, ნატოს ამერიკული კომიტეტის პრეზიდენტი ბრიუს ჯეკსონი, ოპოზიციური „ქარტია 97"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სანამ ბელორუსია იგნორირებას უკეთებდა ამგვარ რჩევებს, მას დიქტატორული რეჟიმის დამღა დაასვეს, მაგრამ მას ჰქონდა იაფი გაზი და ფართო რუსულ ბაზარზე საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საშუალება. ახალა ისიც ცდილობს პერიოდულად ზურგი შეაქციოს მოსკოვს, მისი ინტერესების იგნორირებით. და რა აქვს სამაგიეროდ? ენერგომატარებლებზე ფასების მატება, პროდუქციის გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100